საქართველოს ეკონომიკის სექტორების ინოვაციური განვითარების სტრატეგია მოწინავე ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით
- ეკონომიკა
- ივნისი 30, 2024
- 80
ვახტანგ ბურდული ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშომელი, განყოფილების ხელმძღვანელი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
ფაქტორები, რომლებიც აფერხებენ ინოვაციების რეალიზაციას ეკონომიკის სექტორებში და მათი დაძლევის ზოგიერთი გზა
იმისათვის, რომ ქვეყნის ეკონომიკა ვითარდებოდეს, წარმოება კი იზრდებოდეს
და ამავე დროს აწარმოოს კონკურენტუნარიანი პროდუქცია როგორც შიდა, ასევე
საგარეო ბაზრებზე გასაღებისათვის, საჭიროა ეკონომიკის გამიზნულ სექტორებში
ახალი წარმოებების შექნმნა და უკვე არსებული წარმოებების
კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად ინოვაციების განხორციელება
პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესების, მისი თვითღირებულების შემცირების,
მოდერნიზაციისა და ა. შ. მიზნით. ამასთან, ახალი საწარმოების შექმნის ან
საწარმოო ტექნოლოგიებისა და საბოლოო პროდუქტის მოდერნიზაციის
პროექტები, რათა საბოლოო შედეგად თავიდან ავიცილოთ საფინანსო კრახი,
ყურადღებით უნდა იყოს გააზრებული (აწონ-დოწონილი) სხვადასხვა
პოზიციიდან.
ინოვაციების განხორციელება (ინოვაციური საწარმოების დაარსება ან მათი
საწარმოო ტექნოლოგიების ან წარმოებული საბოლოო პროდუქტების
მოდერნიზაცია) ხდება ან უცხოური კაპიტალის დახმარებით ან ეროვნული
კაპიტალის გამოყენების საფუძველზე. ამასთან, მცირე ქვეყანაში (და ნებისმიერ
სხვა ქვეყანაში, აშშ-ის გარდა), შესაძლებელია ხდებოდეს ინოვაციების
აბსოლუტური უმრავლესობის იმპორტირება და მხოლოდ მცირე ნაწილის
შემუშავება ქვეყნის შიგნით (საწარმოების ფარგლებში ან სპეციალიზებულ
ორგანიზაციებში შემდგომი მიყიდვით საწარმოსათვის).
მთავარ ფაქტორს, რომელიც აფერხებს ქვეყნის ეკონომიკის უმეტეს სექტორებსა
და ქვესექტორებში საბაზისო ინოვაციების განხორციელებას, წარმოადგენს
მსოფლიოში საქონლის ჭარბწარმოება. უფრო მეტიც, ბევრ პოსტსოციალისტურ
ქვეყანაში 90-იან წლებში დაიხურა მრავალი თანამედროვე მძლავრი წარმოება
(მაგალითად, უმსხვილესი მეტალურგიული ქარხნები ჩეხეთში და საქართველოში) შემდეგი სქემის მიხედვით: ინვესტორ-კონკურენტი ჩალის ფასად
ყიდულობს მოქმედი საწარმოს აქციების საკონტროლო პაკეტს, შემდეგ მასში
აწარმოებს არამიზანშეწონილ “სრულყოფებს”, რათა გაზარდოს წარმოების
ღირებულება და გააუარესოს პროდუქციის ხარისხი, შემდეგ აცხადებს წარმოების
არარენტაბელურობას და ხურავს მას. ამასთან, ის ღებულობს შესაძლებლობას
გაზარდოს პროდუქციის წარმოება და პროდუქციის ფასი თავის ქარხნებში, რათა
მეტი მოგება მიიღოს. თუმცა კონკურენტული ბრძოლის ასეთ პრაქტიკას ხანდახან
ადგილი აქვს ტრადიციული კაპიტალისტური ქვეყნების შიგნითაც, მაგალითად,
აშშ-ში (ასეთ ქმედებებს ეწოდენა “hostile acquisition” ან “hostile taheover” (მტრული
შთანთქმა). გარკვეულ პერიოდში, კერძოდ 90-იან და 2001-2010 წლებში
დასავლეთის ქვეყნების არაერთმა კომპანიამ თავისი თანამედროვე საწარმოო
სიმძლავრეების მნიშვნელოვანი ნაწილი პოსტსოციალისტურ ქვეყნებში
გადაიტანა (მაგალითად, საფრანგეთის საავტომობილო მრეწველობის დიდი
სიმძლავრეები გადატანილი იყო სლოვენიაში, მაგრამ ამან უმუშევროდ
დარჩენილი ფრანგი მუშაკების პროტესტები გამოიწვია). სხვათა შორის,
კომუნისტურ ჩინეთს დიდ პატივს სცემენ ჩრდილოამერიკელი ბიზნესმენები:
მაღალკვალიფიციური მუშაკების დიდი რაოდენობა და მუშა ხელის შედარებითი
სიიაფე იზიდავს ამერიკელი ბიზნესმენების საწარმოო სიმძლავრეებს და
საშუალებას აძლევს მათ მაქსიმალურად გაზარდონ თავიანთი მოგება
წარმოებული პროდუქციის გაყიდვით არა მხოლოდ ჩინეთში, არამედ, უფრო
მეტად, მის გარეთ. მაგრამ საქართველოში, დღევანდელ ვითარებაში ძნელია,
თითქმის შეუძლებელია, უცხოური სამრეწველო საწარმოების მოზიდვა,
მიუხედავად რამდენიმე წლის წინ დაწესებული საგადასახადო და სხვა
პრეფერენციებისა. დიდი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობით
ელექტროენერგიის იაფი ტარიფის უზრუნველყოფის შესაძლებლობაც კი არ იყო
გამოყენებული (ელექტრეონერგიის იაფი ტარიფი, იაფ მუშახელთან ერთად,
მნიშველოვანი არგუმენტია უცხოელი ინვესტორების მოზიდვისათვის).
რამდენიმე შედარებით დიდი ჰიდროელექტროსადგური კი ისევ ჯიუტად შენდება
უცხოელი ინვესტორების ხარჯზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი ექსპლუატაციიდან
მიღებული მოგება ისევ საზღვარგარეთ წავა.
მაგრამ მთავარი პირობა, რომელიც იწვევს ქვეყანაში თანამედროვე
მაღალტექნოლოგიური ინოვაციური საწარმოების განთავსების განზრახვას, არის
წარმოებული პროდუქციის შემდგომი გასაღების გარანტია. გავიხსენოთ,
რამდენად საფუძვლიანად იყო წინასწარ გააზრებული და შეთანხმებული მსოფლიოს თვითმფრინავების მწარმოებელ უმსხვილეს კომპანიებთან (Boeing,
Airbus, Bombardier) პროდუქციის საექსპორტო გასაღების პრობლემები ქართული
“საპარტნიორო ფონდის” და ისრაელის კომპანიის Elbit Cyclon-ის მიერ
თვითმფრინავებისათვის კომპოზიტური მასალებიდან ნაწილების წარმოების
თბილისის ქარხნის (ATC) ერთობლივი მშენებლობის დროს. მაგალითად, რუსეთის
ფედერაციაში სამხრეთ კორეის სავტომობილო კომპანიამ Hyundai Motor-მა ააშენა
მსხვილი საავტომობილო ქარხანა და ქარხანა საავტომობილო ძრავების
წარმოებისათვის. მაგრამ რუსეთში არის მსხვილი შიდა ბაზარი მათი პროდუქციის
გასაყიდად. მაგრამ რომელი მსხვილი უცხოური კომპანია გაბედავს
საქართველოში დიდი თანამედროვე საწარმოო ობიექტის აშენებას პროდუქციის
საექსპორტო რეალიზაციის გარანტიის გარეშე?
ინოვაციური საწარმოების მშენებლობის პერსპექტივები ეროვნული კაპიტალის
გამოყენების ხარჯზე ან უცხოურ კაპიტალთან ერთობლივი საწარმოების
მშენაბლობის გზით ეკონომიკის უმეტეს სექტორებში (გარდა ზოგიერთისა,
როგორიცაა სამშენებლო მასალების მრეწველობა, ქარის და მზის
ელექტროსადგურები და სამრეწველო ნაწარმი მათთვის) ასევე ჯერ კიდევ მცირეა.
ამ შემთხვევაში (გარდა ერთობლივი საწარმოების მშენებლობისა, სადაც
მშენებლობისათვის საჭირო დამხმარე ინფრასტრუქტურის ორგანიზაციებს
მოიზიდავს უცხოური პარტნიორი) მშენებლობის მხარდასაჭერად საჭიროა
სპეციალიზებული ინოვაციური ინფრასტრუქტურის ორგანიზაციების არსებობა).
ამასთან არ არის საჭირო მცირე ქვეყანაში ინოვაციური ინფრასტრუქტურის
სპეციალიზებული ერთეულის შექმნა ეკონონიკის რომელიმე სექტორში
ცალკეული (ერთადერთი) საწარმოს მშენებლობის მხარდასაჭერად, ამ
შემთხვავაში საჭიროა იმ ქვეყნების შესაბამისი ორგანიზაციების გამოყენება,
საიდანაც იმპორტირებულია აღჭურვილობა საწარმოს მშენებლობისათვის. ასეთი
ორგანიზაციის წარმომადგენლების ამოცაცანებში უნდა შედიოდეს: დახმარება
საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავებაში, აღჭურვილობის მონტაჟი და მუშა
ხელის სწავლება დამონტაჟებულ მოწყობილობაზე მუშაობის ხერხების
ათვისების მიზნით, უპირატესად საკუთარი ძალებით კი საჭიროა
წარმოებისათვის დაგეგმილი პროდუქციის გასაღების გამოვლენა როგორც ქვეყნის
შიგნით, ასევე საგარეო ბაზრებზე, მაგრამ აქაც შეუძლებელია პრობლემის
გადაწყვეტა უცხოელ კოლეგებთან კონტაქტებისა და ინფორაციის გაცვლის
გარეშე. მაგრამ, თუ პერსპექტივაში რომელიმე სექტორში იგეგმება რამდენიმე
ობიექტის მშენებლობა (მაგალითად, მზის და ქარის ელექტროსადგირების ან მათი
აღჭურვილობის კომპონენტების წარმოება), მაშინ, ამ შემთხვევაში, აუცილებელია ქვეყანაში შესაბამისი ინოვაციური ინფრასტრუქტურის შექმნა (რაც ქვემოთ იქნება
განხილული).
ეკონომიკის ნებისმიერ სექტორში მოქმედი საწარმოების
კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად, დროდადრო, საჭიროებისამებრ,
მათში საჭიროა გასაუმჯობესებელი და ფსევდოინოვაციების განხორციელება.
საქართველოში, ამ ტიპის ინოვაციების განხორციელების ხელშესაწყობად უკვე
არსებობს გარკვეული დამხმარე ინფრასტრუქტურა, გარდა რამდენიმე წლის წინ
დაარსებული საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა, ეს
არის სააგენტო “აწარმოე საქართველოში”, ტექნოპარკები, შექმნილი უმაღლესი
საგანმანეთლებლო დაწესებებულების ბაზაზე ბიზნეს-ინკუბატორები, ბიზნეს
ამაჩქარებლები, ტექნოლოგიების ტრანსფერისა და ინოვაციების
კომერციონალიზაციის ცენტრები, ინოვაციების ლაბორატორიები, სადაც ბიზნესის
წარმომადგენლებს ეძლევათ გარკვეული ცოდნა და უნარი ასეთი ინოვაციების
განსახოეციელებლად, ზოგიერთ მსხვილ საწარმოს უყვე ჰყავს საკუთარი
თანამშრომლები, რომლებიც ჩართულნი არიან ინოვაციების განხორციელებაში.
გარდა ამისა, ბევრი ახალგაზრდა სწავლობს არა მარტო საქართველოს, არამედ
საზღვარგარეთის უმაღლეს ტექნიკურ საგანმნათლებო დაწესებულებებში, მათ
შორის მთელ მსოფლიოში ცნობილ ოქსფორდის და კემბრიჯის
დაწესებულებებშიც, და განათლების მიღების შემდეგ ეს ახალგაზრდები
შეძლებენ გამოიყენონ თავიანთი ცოდნა გასაუმჯობესებელი და
ფსევდოინოვაციების განსახორციელებლად ქვეყნის საწარმოებში. მაგრამ ამავე
დროს, გასათვალისწენებელია, რომ მსოფლიოში ეკონომიკის სექტორებში
მუდმივად რეალიზებადი ინოვაციების გამოვლენისა და ქვეყნის საწარმოებში
მათი განხორციელებისათვის ინფორმაციის (დოკუმენტაციის) მიღებისათვის
(შეძენისათვის) საჭიროა სპეციალური ინფრასტრუქტურის (ან მსხვილ საწარმოები
სპეციალური განყოფილებების) არსებობა, რომელთა თანამშრომლები ამ მიზნით
დაამყარებენ ურთიერთობებს უცხოური ქვეყნების შესაბამის ორგანიზაციებთან
(საპატენტო ბიუროები, საინფორმაციო ორგანიზაციები, ინოვაციური საწარმოები
და ა. შ.).
ეკონომიკის სექტორებში ინოვაციების განხორციელებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების პერსპექტივები უახლოეს მომავალში
უახლოეს მომავალში ინოვაციების განვითარების აუცილებელ და მიზანშეწონილ
მიმართულებებს განვსაზვრავთ შემდეგი სფეროების მიხედვით: ქვეყნის ინოვაციური პოლიტიკის უზრუნველყოფა; ინოვაციების წარმოება; სამეცნიერო-
კვლევითი სექტორი; ტექნოლოგიების ტრანსფერის (გადაცემის) ორგანიზაციები
და ინოვაციური ინფრასტრუქტურის სხვა ელემენტები; საერთაშორისო
ინოვაციურ გარემოსთან ურთიერთქმედების სისტემა; ინოვაციური საქმიანობის
დაფინანსების სისტემა; კადრების მომზადება; ინოვაციური კლასტერები.
ქვეყნის ინოვაციური პოლიტიკის უზრუნველყოფა: ა) ინოვაციური პოლიტიკის
განმსაზღვრელი სამთავრობო ორგანიზაციები, სამინისტროები, უწყებები,
სააგენტოები, ფონდები და სხვა მარეგულირებელი და დამაფინანსებელი
ორგანიზაციები; საქართველოში, ინოვაციური პოლიტიკის საკითხებს იხილავს,
უპირველეს ყოვლისა, მთავრობა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების,
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროები.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრს დაქვემდებარებაში
შექმნილია და აქტიურად მუშაობს საქართველოს ინოვაციების და
ტექნოლოგიების სააგენტო, და, ასევე, სააგენტო “აწარმოე საქართველოში”,
სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში – სოფლის განვითარების
სააგენტო; ბ) ინოვაციური პოლიტიკის სტრატეგია და პროგრამები; ამ ასპექტში,
ინოვაციების გავრცელების პროცესში, განვითარებული ქვეყნების მაგალითების
მსგავსად, საქართველოშიც უკვე ხდება სხვადასხვა პროგრამის რეალიზება,
რომელთა დაფინანსებაში სახელმწიფოც ღებულობს მონაწილეობას, მაგალითად
პროგრამები ინოვაციური სტარტაპების ორგანიზაციის შესახებ; გ) ინოვაციური
საქმიანობის სფეროში ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზა, იმ დებულებების
ჩათვლით, რომლებიც ურთიერთობების რეგლამენტაციას ახდენს მეცნიერებას,
ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის; ამასთან დაკავშირებით საქართველოში
მიღებულია “საქართველოს კანონი ინოვაციების შესახებ”, თუმცა სხვა კანონებშიც
არის დებულებები, რომლებიც არეგულირებენ ამ საქმიანობას.
უახლოეს ათწლეულში საჭიროა საინოვაციო საქმიანობის კოორდინებადი
საკვანძო სამთავრობო ორგანიზაციების აქტივობის განვითარება, პირველ რიგში,
ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოსა და სააგენტოს “აწარმოე
საქართველოში”. ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტო და მისმა
ქვედანაყოფებმა (ტექნოპარკებმა, ბიზნეს ინკუბატორებმა) უკვე მიაღწიეს
გარკვეულ წარმატებებს, მაგრამ მათი საქმიანობის უდიდესი ნაწილი მხოლოდ
ინფორმაციულ-კომუნიკაციური ტექნოლოგიების სფეროს მოიცავს.
იმავდროულად, სულ უფრო მკაცრი გლობალური კონკურენციის პირობებში სულ
უფრო რთული ხდება მრეწველობის და ენერგეტიკის საკვანძო დარგებში იმპორტის ჩანაცვლებითი და ექსპორზე ორიენტირებული წარმოებების შექმნა და
განვითარება (რაც, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია უკიდურესად ნეგატიური
ექსპორტ-იმპორტის სალდოს გამოსწორებისათცის). ამიტომ, ჩვენი აზრით, ამ
სააგენტომ მომდევნო ათწლეულში მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს ამ
სექტორებსა და ქვესექტორებში საბაზისო და გასაუმჯობესებელი ინოვაციების
მხარდაჭერას, კერძოდ, გამოავლინოს ის მსოფლიოში წარმოებული საბაზისო და
გასაუმჯობესებელი ინოვაციები, რომლებიც პერსპექტიულია ქვეყანაში
დასანარგად, ხელი შეუწყოს სამამულო ბიზნესმენებსა და შესაბამის უცხოელ
პარტნიორებს შორის კონტრაქტების ორგანიზებაში (საჭირო ტექნოლოგიების
მიმწოდებლებთან, სუბიექტებთან, რომელთა მოწვევა შეიძლება ქვეყანაში
ერთობლივი საწარმოების შესაქმელად და ა. შ.), შეძლებისდაგვარად ხელი
შეუწყოს პერსპექტიული პროექტების წილობრივ სახელმწიფო დაფინანსებას.
ეკონომიკური სტიმულირების გაძლიერების ახალ გლობალურ ტენდენციასთან
დაკავშირებით, მომდევნო ათწლეულში ბიზნესის სტიმულირების ახალი
შესაძლებლობები გაუჩნდება სააგენტოსაც “აწარმოე საქართველოში”. სააგენტო
“აწარმოე საქართველოში” აერთიანებს ყველა სახელმწიფო პროგრამას, რომელიც
მიმართულია ბიზნეს სექტორის ხელშეწყობისა და ქვეყნის ეკონომიკურ
განვითარებისკენ. პროგრამა მიზნად ისახავს მიკრო და მცირე ბიზნესის
განვითარებას, მეწარმეობის თანამედროვე კულტურის დამკვიდრებასა და ახალი
სამუშაო ადგილების შექმნას.
1 სექტემბრიდან პროგრამა გაფართოვდა და მას დაემატა ოთხი ახალი
კომპონენტი, რომლითაც 2021-2922 წლებში 1,3 ათასი მეწარმე ისარგებლებს.
ახალი ინიციატივით, სახელმწიფო უზრუნველყოფს საწაროებს პროექტების
თანადაფინანსებას 15% ოდენობით (არაუმეტეს 500 ათასი ლარის), ამასთან
საბანკო კრედიტის ძირითადი თანხის 60%-მდე გარანტირებული იქნება მაქსიმუმ
10 წლის ვადით. “აწარმოე საქართველოში” არის საქართველოს მთავრობის ერთ-
ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი
წარმოების სტიმულირებას. ბევრი საწარმო, უკვე რეალიზებული პროექტების
მიხედვით, აწარმოებს ექსპორტზე ორიენტირებულ პროდუქციას და წარმატებით
ფართოვდება. მაგალითად, კომპანია “ოზურგეთი დენიმ”-ი კერავს პროდუქციას
ისეთი ცნობილი ბრენდებისათვის, როგორიცაა URBAN, PIECES, GINA TRICOT, LIU JO, NOISY MAY, VERO MODA, GEORGE, VERO MODA-CURVE, NEW LOOK, ONLY,
CUBUS.
ინოვაციების წარმოება. ა) რაც შეეხება საბაზისო ინოვაციებს, როგორც
საპროდუქტო, ასევე საპროცესო, მათი წარმოებისათვის საჭიროა სპეციალური
ინოვაციური საწარმოების აშენება, ან არსებულ საწარმოებში საპროცესო
ინოვაციების (ახალი ტექნოლოგიების) დანერგვა ინოვაციური პროდუქტის
წარმოებისათვის (მაგალითად, პანელების მზის ელექტროსადგურებისათვის,
აკუმულატორების ელექტრომობილებისათვის და ა. შ.), რისთვისაც აუცილებელია
წარმოებისათვის საჭირო ტექნოლოგიების იმპორტირება ან უცხოელი
ინვესტორების მოზიდვა ერთობლივი საწარმოების მშენებლობისათვის.
საქართველოში, მაგალითად, 1990 წლისათვის მოდერნიზირებული იყო
ჩარხმშენებელი ქარხანა, რომელიც დაიწყო უახლესი ინოვაციური ჩარხების
გამოშვება რიცხვითი საპროგრამო მართვით (ესე იგი ინფორმაციულ-
კომუნიკაციური უზრუნველყოფით), მაგრამ მალე ის ლიკვიდირებული იქნა და
მისი აღჭურვილობა გაიყიდა როგორც ჯართი. ამ დროისათვის ასეთი ქარხნის
აღდგენა მრავალი მიზეზის გამო (მათ შორის გასაღების პრობლემებთან
დაკავშირებით) უკიდურესად პრობლემურია, მაგრამ მომდევნო ათწლეულში
საჭიროა შესაძლებლობების გამოვლენა რიგი ასეთი მაღალტექნოლოგიური
საწარმოების მშენებლობისათვის (ენერგეტიკაში, დამმუშავებელი მრეწველობის
დარგებში, მათ შორის მეტალურგიულ და მსუბუქ მრეწველობებში,
ელექტროტექნიკურ მრეწველობაში, კომპოზიტური მასალებისა და მათგან
ნაკეთობების წარმოებაში და ა. შ.). ბ) რაც კი შეეხება გასაუმჯობესებელ
ინოვაციებს, მათი წარმოებისა და დანერგვისათვის შეიძლება სპეციალური
ქვედანაყოფების შექმნა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც, ისევე როგორც საბაზისო
ინოვაციების განსახორციელებლად, ხშირად (თითქმის ყოველთვის) საჭირო იქნება
შესაბამისი დოკუმენტაციის და პატენტების იმპორტირაბა, მოლაპარაკება
პოპულარული ბრენდების მფლობელებთან, უცხოელი სპეციალისტების მოზიდვა
ტექნოლოგიების გამართვისა და პერსონალის გადამზადებისათვის.
სამეცნიერო-კვლევითი სექტორი (უნივერსიტეტები და სამეცნიერო-კვლევითი
ინსტიტუტები). განვითარებული ქვეყნების უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო-
კვლევით ინსტიტუტებში დიდი ყურადღება ეთმობა სამეცნიერო შემუშავებებს,
რომელიც ორიენტირებულია ინოვაციურ კვლევებზე. ქართველი მეცნიერები უკვე
საკმაოდ აქტიურად მუშაობენ ინოვაციური გამოკვლევების სფეროში. გარდა
უნივერსიტეტების მეცნიერებისა ქვეყანაში შენარჩუნებულია სამეცნიერo-საკვლევი ინსტიტუტების განვითარებული სისტემა, რომლებიც
ფუნდამენტალური ყვლევების გარდა ახორციელებენ ინოვაციურ კვლევებსა და ამ
საკითხებში მჭიდროდ თანამშრომლობენ ევროპულ კოლეგებთან. შეიძლება
აღინიშნოს ისეთი ინსტიტუტები, როგორიცაა ფიზიკის ინსტიტუტი, მაღალი
ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტი, არაორგანული და ელექტროქიმიის
ინსტიტუტი, ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი, მინერალური
ნედლეულის ინსტიტუტი, მორფოლოგიის ინსტიტუტი და სხვა. უახლეს
პერიოდში ინოვაციური შემუშავებების აქტივიზაციის გზები ქართველმა
მეცნიერებმა, ევროკავშირის დაძმობილების პროექტის ექსპერტებთან ერთად
განიხილეს 2021 წლის სექტემბერში გამართულ სემინარზე “მწვანე გარიგების”
პერსპექტივები. Eეს ევროკავშირში ჩამოყალიბებული გარიგება (“ევროპული
მწვანე გარიგება”) წარმოადგენს “რაღაც დამაკავშირებელ ხიდს მეცნიერებასა და
ბიზნესს შორის” (სემინარი ჩატარდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო
ფონდის მიერ, ევროკავშირის დაძმობილების პროექტისა და საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით).
ტექნოლოგიების ტრანსფერის (გადაცემის) ორგანიზაციები და ინოვაციური
ინფრასტრუქტურის სხვა ელემენტები (ტექნოპარკები, ბიზნეს-ინკუბატორები,
ბიზნეს-აქსელერატორები, ტექნოლოგიების ტრანსფერის და
კომერციონალიზაციის ცენტრები, ინოვაციების ლაბორატორიები და ა. შ.). ყველა ამ
სტრუქტურამ ხელი უნდა შეუწყოს როგორც სამამულო (რომელთა რაოდენობა
პატარა ქვეყანაში მცირეა), ასევე, განსაკუთრებით, იმპორტული ახალი საწარმოო
ტექნოლოგიების გამოვლენასა და წარმოებაში დანერგვას. ფაქტობრივად
ტრანსფერში, “ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრების” გარდა, პირდაპირ ან
ირიბად მონაწილეობენ ინოვაციური ინფრასტრუქტურის სხვა ელემენტებიც.
მაგალითად, ბიზნესამაჩქარებლების (აქსელერატორების) ამოცანა ჩვეულებრივ
მდგომარეობს ინოვაციური სტარტაპებისათვის ტექნოლოგიების დანერგვა-
ათვისების მხარდაჭერაში (მათ შორის ინვესტიციების სახით), რაც ასევე
წარმოადგენს ტექნოლოგიების გადაცემის პროცესს.
საერთაშორისო ინოვაციურ გარემოსთან ურთიერთქმედების სისტემა. უახლოეს
ათწლეულში საჭიროა უცხოელ პარტნიორებთან ინოვაციური საქმიანიბის
სფეროში ურთიერთკავშირების რადიკალური გაფართოება, როგორც ქვეყანაში
ახალი ტექნოლოგიების მიწოდების (ტრანსფერის) სფეროში (საბაზისო
ინოვაციების დანერგვისა, ესე იგი ახალი ინოვაციური საწარმოების აგებისათვის),
ასევე, ერთობლივი ინოვაციური შემუშავებების ჩატარების სფეროში
(უპირატესად, გასაუმჯობესელი ინოვაციების შემუშავებისათვის). დიდი მნიშვნელობა აქვს უცხოელ პარტნიორებთან ერთობლივი ვენჩურული
ინოვაციური საწარმოების შექმნას. ინვესტორებისათვის ზემოაღნიშნული
მნიშვნელოვანი რისკების არსებობის გამო ჯერჯერობით საქარტველოში ასეთი
საწარმოების რაოდენობა ძალიან მცირეა. უცხოელ პარტნიორებტან ამ
ურთიერთქმედების ორგანიზაციაში მთავარი როლი, ჩვენი აზრით, უნდა
შეასრულოს საქარტველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ,
რისთვისაც იქ საჭიროა რამდენიმე მცირე ქვედანაყოფის შექმნა, რომლებიც
გამართავენ ამ ასპექტში ეკონომიკის პრიორიტეტულად მიჩნეული სექტორებისა
და ქვესექტორების განვითარების კოორდინაციას.
ინოვაციური საქმიანობის დაფინანსების სისტემა.
ა) საფინანსო საქმიანობის სახელმწიფო დაფინანსება. საქართველოში ინოვაციური
საქმიანობის სახელმწიფო დაფინანსებაში მთავარ როლს თამაშობენ ინივაციების
და ტექნოლოგიების საქართველოს სააგენტო და სააგენტო “აწარმოე
საქართველოში”, რომლებიც შესაბამისი პროგრამების ჩარჩოებში ახორციელებენ
მიკრო და მცირე ბიზნესის, ძირითადად სტარტაბების, წილობრივ დაფინანსებას.
ბ) განვითარებულ ქვეყნებში ინოვაციური საქმიანობის ძირითად დაფინანსებას
ახორციელებს უშუალოდ ბიზნეს სექტორი; ბევრ წარმატებულ ქვეყანაში ამ
ასპექტში მნიშვნელოვან როლს ასრულებემ საფინანსო-სამრეწველო ჯგუფები,
რაც მომავალში საქართველოშიც უნდა იქნეს მიღებული.
გ) ბევრ ქვეყანაში წარმატებულად განვითარებადი ეკონომიკით ინოვაციური
საწარმოების მშენებლობის ნაწილობრივი დაფინანსება, განსაკუტრებით მატი
ინდუსტრიული განვითარების საწყის ეტაპზე, ხორციელდება იმ საწარმოო
ტექნოლოგიების შემომზიდავი უცხოელი ინვესტორების მიერ, რომლებიც ქმნიან
ერთობლივ საწარმოებს ადგილობრივ მეწარმეებთან. მაგრამ უცხოური
ბიზნესისათვის საქართველოში არსებული ხელსაყრელი ეკონომიკური პირობების
მიუხედავად, ზემოთ მოტანილი და სხვა მიზეზების გამო უცხოელი ბიზნესმენები
არ ჩქარობენ თავიანთი საწარმოების საქართველოში განთავსებას. ჩვენ
არაერთხელ აღვნიშნეთ ჩვენ პუბლიკაციებში, რომ ქვეყანაში იაფი
ელექტროენერგიის არსებობა არის ერთერთი მნიშვნელოვანი პირობა, რომელიც
შეიძლება ხელი შეუწყოს უცხეელი მეწარმეების მოზიდვას საქართველიში, მაგრამ
ამისათვის საჭიროა ჰიდროელექტროსადგურებისა და სხვა განახლებადი
ენერგიის წყაროებზე დაფუძნებული ელექტროსადგურების მშენებლობა, მაგრამ
ახლა ელექტროენერგიის ნახევარზე მეტი ქვეყანაში იმპორტირდება (იმის
გათვალისწინებით, რომ თბოელექტროსადგურები მუშაობენ იმპორტირებულ
ენერგომატარებლებზე). ამასობაში, თბოელექტროსადგურებში გამოყენებადი ენერგიის მატარებლები (გაზი, მაზუტი) სულ უფრო და უფრო ძვირდება. ამიტომ,
საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, იზრდება განახლებადი
ენერგიის წყაროებზე დაფუძნებული ჰიდროელექტროსადგურების, ქარისა და
მზის ელექტროსადგურების მშენებლობის აქტუალობა.
დ) ინოვაციური საქმიანობის ფინანსური მხარდაჭერის მიღება შესაძლებელია
აგრეთვე ევროკავშირის ეგრედ წოდებული სტრუქტურული ფონდებიდანაც,
რომელთაგანაც თითოეულში სახსრების გარკვეული წილი გამოიყოფა
ევროკავშირის რეგიონებში ინოვაციური საქმიანობის დასაფინანსებლად.
რეგიონული განვითარების ევროპული ფონდის საქმიანობა ფოკუსირებულია 4
პრიორიტეტზე: ინოვაციები და კვლევები, ციფრული ტექნოლოგიების
განვითარება, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა და
დაბალნახშირბადული ეკონომიკა (ეკონომიკა მიმდინარე გარემოში სათბული
გაზების დაბალი ემისიით). ამ მიზნებისათვის გამოიყოფა აღნიშნული ფონდის
სახსრების არა ნაკლებ 80%. თანადგომის ფონდის პრიორიტეტებია
ტრანსევროპული სატრანსპორტი ქსელების განვითარება და ეკოლოგიური
მიმართულების პროექტების შესრულება ენერგეტიკის, ენერგოეფექტიანობის,
ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენებისა და ტრნსპორტის სფეროებში. ამ
ფონდს გამოიყენებენ მხოლოდ იმ სახელმწიფოებში, სადაც მშპ მოსახლეობის ერთ
სულზე ევროკავშირის მიხედვით საშუალოზე 90%-ზე ნაკლებია. ევროპის
სოციალური ფონდის საქმიანობა ფოკუსირდება ოთხ თემატურ მიზანზე:
დასაქმების ხელშეწყობა და სამუშაო ძალის მობილობის მხარდაჭერა; სოციალური
ინტეგრაციის მხარდაჭერა და ბრძოლა სიღარიბესთან; ინვესტირება განათლებაში,
უნარ-ჩვევების მიღებასა და მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის
პროცესში; ინსტიტუციური პოტენციალისა და საჯარო ადმინისტრაციის
ეფექტიანობის გაზრდა.
კადრების მომზადება. ინოვაციური კადრების (მათ შორის ინოვაციური
მენეჯერების) მომზადება არ შეიძლება არასისტემურად. ის უნდა შედგებოდეს
ერთმანეთთან დაკავშირებული ცოდნის და კომპეტენციის ამაღლების
ეტაპებისგან. უნივერსიტეტებსა (რომლებიც ამზადებენ სპეციალისტებს
ფუნდამენტური და გამოყენებითი მეცნიერების სფეროში) და უშუალოდ
ინოვაციური საქმიანობის სფეროსათვის ცოდნის მიწოდებაზე ორიენტირებულ
დაწესებულებებთან (მაგალითად, “ინოვაციური ცენტრი” “საქართველოს კანონის
ინოვაციების შესახებ” ვერსიის მიხედვით) ერთად განვითარებულ ქვეყნებში დიდ
როლს თამაშობს ეროვნული ინჟინერული სკოლები. ინოვაციური საქმიანობის
განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტების მომზადებას, კერძოდ _ მეცნიერებათა დოქტორების. ზოგიერთ
ევროპულ ქვეყანაში, მაგალითად, ნიდერლანდებსა და ავსტრიაში, შეიმჩნევა
მეცნიერულ-ტექნიკური სპეციალობების მიხედვით მეცნიერებათა დოქტორების
სულ უფრო მზარდი ნაკლებობა ან საერთოდ კომპენტენტური კადრების
უკმარისობა, რაც განაპირობებს დაბალ უკუგებას სამეცნიერო-ტექნიკური
შემუშავებებისაგან, მეცნიერებისა და ბიზნესის ურთიერთქმედების არასაკმარისი
განვითარებულობა კი ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად გერმანიაში, უბიძგებს მათ
უმაღლესი განათლების დაწესებულებებში მეწარმეობის კათედრების
შექმნისაკენ, რომლებიც მოწოდებულები არიან, ხელი შეუწყონ შემუშავებების
უფრო ფართო კომერციონალიზაციას.
ჩვენი აზრით, საქართველოში მეცნიერებათა დოქტორების მომზადება საჭიროა არა
მხოლოდ საუნივერსიტეტო კათედრებზე (როგორც ეს მიღებულია ამჟამად
პრაქტიკაში), არამედ სპეციალიზებულ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებშიც,
რომლებშიც ძირითადად ხორციელდება როგორც ფუნდამენტური, ასევე
გამოყენებითი ხასიათის სამეცნიერო შემუშავებები.
თუმცა ეს ყველაფერი საკმარისი არ არის ქვეყანაში საბაზისო ან
გასაუმჯობესებელი ინოვაციების რეალური განხორციელებისათვის. რატომ ახალი
საწარმოო ტექნოლოგიების დანერგვას (ან არსებულების მოდერნიზაციას)
ეწოდება “საპროცესო” ინოვაცია? ეს იმით არის გამოწვეული, რომ ამ
ტექნოლოგიების ფუნქციონირება არის პროცესი, რომელშიც მონაწილეობენ
სპეციალისტები, რომლებსაც აქვთ საჭირო ცოდნა (მოწყობილობების გამართვა,
მათი გამართულობის მონიტორინგი, საწარმოო პროცესის მონიტორინგი,
გამოსაშვები პროდუქციის ხარისხის მონიტორინგი და ა. შ.), და, ასევე,
მომუშავეები, რომლებსაც ასწავლეს საჭირო ჩვევები ამ ტექნოლოგიურ
მოწყობილობებზე ხარისხიანი მუშაობისათვის. მაგრამ როგორ გაჩნდება მცირე
ქვეყანაში ასეთი პერსონალი იმპორტირებულ ინოვაციურ აღჭურვილობაზე
სამუშაოდ? საბჭოთა კავშირშიც კი, ინდუსტრიალიზაციის პერიოდში, ქვეყანაში
იმპორტირებულ ტექნოლოგიებზე მუშაობას პერსონალს ასწავლიდნენ უცხოელი
(ძირითადად ამერიკელი) სპეციალისტები. მართალია, შემდეგ ქვეყანაში გაჩნდა
პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლები, რომლებშიც მოსწავლეებმა იძენდნენ
საჭირო ცოდნას და საწარმოო ჩვევებს. მითუმეტეს, დღევანდელ პირობებში
უცხოური ინოვაციური ტექნოლოგიების უბრალო შეძენა ბიზნესს არ უშველის.
ტექნოლოგიების შეძენასთან ერთად საჭირო იქნება როგორც საინჟინრო
პერსონალის, ასევე რიგითი მუშაკების სპეციალური მომზადება (სწავლება).
მაგალითად, ფეხსაცმლის წარმოებისას, ინჟინერმა უნდა იცოდეს, სად შეიძლება იშოვოს (ან რა რეცეპტის მიხედვით უნდა აწარმოოს) ინოვაციური წებო
ფეხსაცმლის ნაწილების დასაწებებლად, როგორ უნდა დააწებოს ეს ნაწილები და
ა. შ., მუშამ კი უნდა შეძლოს ამის გაკეთება ინოვაციური აღჭურვილობის
გამოყენებით. ახლა გავიხსენოთ, როგორ მზადდებოდა წარმოების ორგანიზაცია
თვითმფრინავებისათვის კომპოზიტური მასალებისგან ნაკეთობების წარმოების
თბილისის ქარხნის მშენებლობის დროს პერსონალის მომზადების სფეროში:
ორასზე მეტი თანამშრომელი გაიგზავნა ისრაელში ანალოგიური პროფილის
ქარხანაში სამუშაო პროცესების შესწავლისათვის, მოწყობილოს
დასამონტაჟებლად და გასამართავად კი თბილისში ჩამოვიდნენ იტალიური
სპეციალისტები. ამიტომ, ქვეყნის ეკონომიკის პრიორიტეტულად მიჩნეულ
სექტორებში ინოვაციური წარმოებების რეალური ორგანიზების ხელშეწყობის
მიზნით, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს
დაქვემდებარებაში (ან შესაბამისი პროფილის ინოვაციურ კლასტერებში, როდესაც
ისინი წარმოიქმნება) საჭიროა, რომ შეიქმნას მცირე ქვედანაყოფები ქვეყანაში
იმპორტირებულ ინოვაციურ ტექნოლოგიებზე მუშაობის მიზნით კადრების
რეალური მომზადების ორგანიზებისათვის (სწავლებისათვის უცხოელი
სპეციალისტების მოზიდვით; სწავლებისათვის პერსონალის გაგზავნით შესაბამის
საზღვარგარეთულ ფირმებში; და, როდესაც ეს შესაძლებელია, კადრების
სწავლების ორგანიზებით ადგილობრივი სპეციალისტების დახმარებით).
ინოვაციური კლასტერები. ტრადიციული სამრეწველო კლასტერისგან
განსხვავებით, ინოვაციური კლასტერი არის მჭიდრო ურთიერთობების სისტემა
არა მხოლოდ ფირმებს, მათ მიმწოდებლებსა და მომხმარებლებს შორის, არამედ
ასევე ცოდნის ინსტიტუტებს შორის, რომელთა შორის დიდი სამეცნიერო
ცენტრები და უნივერსიტეტებია, მსხვილი კორპორაციების ინოვაციური
ქვედანაყოფები, ინოვაციური საწარმოები და ა. შ. აღნიშნულ ობიექტებს შორის
ურთიერთკავშირების სისტემის მეშვეობით ხდება შემუშავებული ინოვაციების
გავრცელება არა მხოლოდ კლასტერის ფარგლებში, არამედ მის საზღვრებს
გარეთაც.
არსებობს საერთოსახელმწიფოებრივი და რეგიონული დონის ინოვაციური
კლასტერები. საჭიროა გავითვალსწინოთ, რომ კლასტერები, მიუხედავად მისი
ტერიტორიული ზომის, ყალიბდება ძირითადად გარკვეული დარგობრივი
სპეციალიზაციის ფარგლებში. სახელგანთქმული კალიფორნიული სილიკონის
ველის ინოვაციური საწარმოებიც კი მეთწილად სპეციალიზებულია
ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში. NUTS –ის პირველი დონოს რეგიონის
ფარგლებში, ბუნებრივია, შეიძლება არსებობდეს რამდენიმე (ერთი ან მეტი განსაზღვრული დარგების მომცველი) საერთოსახელმწიფოებრივი დონის
კლასტერი, მაგალითად, ფინეთში არსებობს, როგორც მინიმუმი, ორი ასეთი
კლასტერი (ტელეკომუნიკაციური კლასტერი და სამრეწველო მერქნის
კლასტერი). მაგრამ ევროკავშირის ქვეყნებში საქმიანობის განსაზღვრულ
სახეობაზე სპეციალიზებული კლასტრების უმეტესობა (რომელთა რაოდენობა
უკვე 2 ათასზე მეტია) იქმნება NUTS -ის უფრო დაბალი დონის ტერიტორიული
ერთეულების ფარგლებში.
თითოეულ ქვეყანას ახასიათებს თავისი მიდგომა კლასტერების განვითარების
მიმართ. მიუხედავად განსხვავებებისა ჩვენ ვხვდებით კლასტერულ სტრატეგიას
განსაკუთრებით მკაფიო ფორმით დანიაში, ჰოლანდიაში, ბელგიაში, ფინეთში,
საფრანგეთში, იტალიაში. სრულად არის კლასტერიზებული ფინეთის და
სკანდინავიის მრეწველობები. ევროკავშირის ქვეყნებმა მიიღეს შოტლანდიური
მოდელი, რომლის მიხედვითაც კლასტერის ცენტრი არის ერთი დიდი საწარმო,
რომლის ირგლივ დაჯგუფებულია უფრო მცირე ფირმები. არსებობს ასევე ე. წ.
იტალიური მოდელი _ უფრო მოქნილი და “თანასწორუფლებიანი”
თანამშრომლობა მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესებს შორის.
დღეისათვის საქართველოში არსებობს რამდენიმე სპონტანური კლასტერი,
რომლებიც ჯერ კიდევ ჩანასახოვან მდგომარეობაშია და ძალიან შორს არიან
რეალურ კლასტერებისაგან (მაგალითად, ღვინის წარმოების კლასტერი, ავეჯის
კლასტერი, ტურისტული ინფრასტრუქტურა და მასთან დაკავშირებული
დარგები). თუმცა მათი პოტენციალის სწორი გამოყენების შემთხვევაში, მათ
შეუძლიათ შეასრულონ მნიშვნელოვანი როლი ქვეყნის მომავალი ეკონომიკური
ზრდის პროცესში არსებულ პირობებში, როდესაც საქართველოს შიდა ბაზარი
ძალიან მცირეა, ხოლო მსოფლიო ბაზარში ქვეყანას უმნიშვნელო ადგილი უკავია.
ეკონომიკის სექტორებსა და ქვესექტორებს შორის ინოვაციების გავრცელებისა და
დანერგვის პრობლემები.
ინოვაციების რეალიზაცია ხორციელდება მთელი რიგი დარგების მონაწილეობით.
მაგალითად ქარის ელექტროსადგურების აგებისას (რაც თავისთავად
წარმოადგენს საბაზისო ინოვაციას) მისი კომპონენტების წარმოებაში
მონაწილებენ კომპოზიტური მასალების და მათგან ნაკეთობების წარმოების
დარგი (მაგალითად, ქარის ლაპოტების წარმოება), მეტალურგიული მრეწველობა,
ელექტროტექნიკური მრეწველობა (გენერატორები, ტურბინები, ენერგიის
დამაგროვებლები და ა. შ.), ყველა ეს ნაკეთობა წარმოადგენს ან საბაზისო ან
გასაუმჯობესებელ ინოვაციას. კომპოზიტური მასალების და მათგან ნაკეთობების წარმოებაში მონაწილეობენ ქიმიური და ნავთობქიმიური მრეწველობა, ფოლადის, სპილენძის და ალუმინის წარმოების დარგები,
ტექსტილური მრეწველობა, ამ დარგის ნაკეთობები კი გამოიყენება
თვითმფრინავების მშენებლობაში, გემთმშენებლობაში, ავტომანქანებისა და
ველოსიპედების წარმოებაში, ჩარხების წარმოებაში, მშენებლობაში,
რადიოელექტრონიკაში და ა. შ., ამასთან მათ შეიძლება ჰქონდეთ როგორც
საბაზისო, ასევე გასაუმჯობესებელი ინოვაციების სტატუსი.
თუ ვიმსჯელებთ იმ ინოვაციების (საბაზისო, გასაუმჯობესებელი, ფსევდო-)
რაოდენობის თვალსაზრისით, რომლებიც ამჟამად ბევრ დარგში ვრცელდება
(გავრცელების კრიტერიუმის მიხედვით), მაშინ თანამედროვე ტექნოლოგიური
წყობის საკვანძო ფაქტორის ინოვაციებია: ინოვაციები, რომელიც ვრცელდება
სხვადასხვა დარგში საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ხაზით
(ამჟამად უპირატესად ციფრული ტექნოლოგიები) _ ინოვაციების საერთო
რაოდენობის დაახლოებით 40%; ინოვაციები, რომელიც ვრცელდება სხვადასხვა
დარგში მწვანე ეკონომიკის ხაზით _ ინოვაციების საერთო რაოდენობის
დაახლოებით 40% (თუმცა, ინოვაციები მწვანე ეკონომიკის ხაზით ნაწილობრივ
ემთხვევა ინოვაციების, რომლებიც აღირიცხება ცირკულარული ეკონომიკის და
ეკოლოგიის ხაზით); ინოვაციები, რომლებიც ვრცელდება სხვადასხვა დარგში
ცირკულარული ეკონომიკის და ეკოლოგიის ხაზით; ჯანდაცვის სფეროში
გავრცელებადი ბიოტექნოლოგიური ინოვაციები (მიკრობიოლოგია,
მოლეკულარული და უჯრედის ბიოლოგია, ბიოქიმია, ემბრიოლოგია, გენური
ინჟინერია, ვირუსოლოგია და ა. შ.).
ეკონომიკის სექტორებში ინოვაციების რეალიზაციის სტრატეგია
საქართველოში იმპორტი თითქმის ოთხჯერ აღემატება ექსპორტს. ვითარების
მოგვარება შეიძლება მხოლოდ იმპორტის ჩანაცვლებითი და ექსპორტზე
ორიენტირებული წარმოებების შექმნით ეკონომიკის პრიორიტეტულად
აღიარებულ (მიჩნეულ) სექტორებსა და ქვესექტორებში. ამიტომ ქვეყნის წინაშე
მომდევნო ათწლეულში უპირველეს ყოვლისა დგას საბაზისო პროცესული
ინოვაციების დანერგვის ამოცანა (ესე იგი ახალი საწარმოების აშენაბა და ახალი
ინოვაციური ტექნოლოგიების შემოტანა), და, ასევე, ზოგიერთ დარგში
გასაუმჯობესებელი ინოვაციების რეალიზაციის ამოცანა, მათი შემუშავებისათვის
სამამულო მეცნირების გამოყენებით ევროპულ და სხვა საზღვარგარეთულ
სპეციალსტებთან მათი კოოპერაციის პირობებში (ქართველმა მეცნიერებმა და იხილავენ მათი განვითარების პერსპექტივებს, რაზეც მეტყველებს ცოტა ხნის
წინ ჩატარებული საერთაშორისო სემინარი. ამის გათვალისწინებით,
ინტერნეტიდან უახლესი ინფორმაციის გაცნობის საფუძველზე, ჩემს მიერ
შემოთავაზებულია საბაზისო ინოვაციების დანერგვისა და ზოგიერთი
გასაუმჯობესებელი ინოვაციების შემუშავების და დანერგვის სტრატეგია
ეკონომიკის შემდეგი სექტორების და ქვესექტორების ჭრილში:
ელექტროენერგეტიკა; მრეწველობის ქვესექტორები (ელექტროტექნიკური
მრეწველობა, კომპოზიტური მასალების და მათგან ნაკეთობების წარმოება;
მეტალურგიული მრეწველობა; ინფორმაციულ-კომუნიკაციური ტექნოლოგიები,
სატრანსპორტო მანქანათმშენებლობა, მსუბუქი მრეწველობა).
ელექტროენერგეტიკა.
ზემოთ მოტანილიდან ნათელია, რომ ქვეყანაში უცხოური კაპიტალის
მოწვევისათვის (მაგალითად, ერთობლივი საწარმოების შექმნისათვის)
მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს იაფი ელექტროენერგიის ხელმისაწვდომა.
ამასობაში, ამჟამად ქვეყანაში ელექტროენერგიის უმეტესი ნაწილი შემოდის
ქვეყანაში იმპორტის სახით (იმის გათვალისწინებით, რომ
თბოელექტროსადგურებიც მუშაობენ იმპორტირებულ გაზზე). ამიტომ, მომდევნო
ათწლეულში აუცილებელია ყურადღება გამახვილდეს განახლებადი ენერგიის
წყაროებზე მომუშავე ელექტროსადგურების შექმნაზე. ამჟამად მიმდინარეობს
საკმაოდ მძლავრი (280 მეგავატი) ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის
მშენებლობა. ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ქვემო ნამახვანის ჰეს-ის (333 მგვ) და
ზემო ნამახვანის ჰეს-ის (100 მგვ) კასკადის მშენებლობაზე. მაგრამ მათი
ექსპლუატაციის მიუღებელი პირობების გამო ინვესტორთან ხელშეკრულება
შეწყდა. თუმცა ამ ელექტროსადგურების შექმნა აუცილებელია. ჩვენი აზრით
ინვესტორად თავად სახელმწიფომ (საპარტნიორო ფონდმა) უნდა გამოვიდეს,
მენარდეს პოვნა კი არც ისე რთულია, მაგალითად, შეიძლება იტალიური
კომპანიის შალინი იმპრეგილო მოზიდვა, რომელიც აშენებს ნენსკრას
ჰიდროელექტროსადგურს.
საქართველოში უყვე აშენდა პირველი ქარის და მზის ინოვოვაციური
ტექნოლოგიებით აღჭურვილი ელექტოსადგურები. ყველა ასეთი ინოვაცია
მიეკუთვნება საბაზისო ინოვაციების კლასს.
გორის მახლობლად, თბილისიდან დაახლოებით 90 კმ-ის დაშორებით, ექვსი ქარის
ტურბინა აწარმოებს ელექტროენერგიას ბოლო ოთხი წლის განმავლობაში.
“ქართლის ქარის ელექტროსადგური” არის საქართველოში აგებული პირველი
ქარის ელექტროსადგური საპროექტო სიმძლავრით 21,7 მგვტ, საპროექტო გამომუშავება კი არის 84,1 მლნ კვტ/სთ. მისი აგება შესაძლებელი გახდა ევროპის
რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის და ევროკავშირის, ასევე სხვა
საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით, ორგანიზაციის “ფონდი მწვანე
ზრდისათვის” საშუალებით. უკვე მოქმედების პირველ წელს ქარის
ელექტროსადგურნმა დაახლოებით 88 მილიონი კილოვატ-საათი ენერგია
გამოიმუშავა და პროგნოზირებულ მაჩვენებელს ფაქტიურად 3,8 მილიონი
კილოვატ-საათით გადააჭარბა.
2019 წელს უნდა დაწყებულიყო რამდენიმე ახალი ქარის ელექტროსადგურის
მშენებლობა: 1) თბილისის და მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე
დაახლოებით 50 მეგავატი სიმძლავრის; 2) ქალაქ კასპის მიმდებარე ტერიტორიაზე
დაახლოებით 50 მეგავატი სიმძლავრის; 3) იმერეთის რეგიონში დაახლოებით 100
მეგავატი სიმძლავრის; 4) ხაშურის და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების
ტერიტორიაზე დაახლოებით 20 მეგავატის სიმძლავრის; გორის
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაახლოებით 50 მეგავატი სიმძლავრის
ნიგოზას ქარის ელექტროსადგური. მაგრამ რიგი მიზეზის გამო ამ
ელექტროსადგურების მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა.
საქართველოში გაჩნდა პირველი მზის ელექტროსადგურიც. კერძოდ, პროკრედიტ
ბანკმა მორიგი ინოვაციური მწვანე პროექტი დანერგა. თბილისის ცენტრში,
ალექსანდრ ყაზბეგის #21, ბანკის სათავო ოფისის სახურავზე 500 კვ. მ.
ტერიტორიაზე განთავსებულმა მზის პანელებმა ელეკტროენერგიის
გამომუშავება უკვე დაიწყო. დაგეგმილია წლიურად 130.000 კვტ.სთ. სუფთა
ენერგიის გამომუშავება, რითაც მოხმარებული სრული ენერგიის 12%-ის
ალტერნატიულით ჩანაცვლებას მოახდენს.
როგორც ვხედავთ, იმ ელექტროსადგურების ოდენობა, რომელიც დაფუძნებულია
განახლებადი ენერგიის ძირითადი წყაროების გამოყენებაზე, კერძოდ, ქარის და
მზის ელექტროსადგურების, საქართველოში უმნიშვნელოა (ჰეს-ების გარდა). არც
ბიზნესის წარმომადგენლები, არც შესაბამისი სამთავრობო ინსტიტუტები ვერ
ბედავენ ინვესტიციების ჩადებას ასეთი ობიექტების მშენებლობაში. უპირველეს
ყოვლისა იმის გამო, რომ ისინი არ გამოიმუშავებენ ელექტროენერგიას
სტაბილურად _ მზის ელექტროსადგურები აწარმოებენ ელექტროენერგიას
მხოლოდ დღის განმავლობაში და გამომუშავებული ელექტროენერგიის
რაოდენობა დამოკიდებულია მზის გამოსხივების ინტენსიურობაზე, ხოლო ქარის
ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის რაოდენობა
დამოკიდებულია ქარის სიძლიერეზე. საქართველოში მზისა და ქარის ელექტროსადგურების ფართო გავრცელების
პრობლემა შეიძლება გადაწყდეს მათთვის ენერგიის შესანახი დანადგარების
(ენერგიის დასაგროვებლების) შექმნით.
ამრიგად, მომდევნო ათწლეულში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს
ქარის ინოვაციური ელექტროსადგურების მშენებლობას, ასევე შესაძლებელია
მზის ელექტროსადგურების აშენება სოფლის მეურნეობისათვის შეუფერებელ
ადგილებში და შენობების სახურავებზე. მათვის საჭირო ენერგიის
დასაგროვებლების და ასევე მათი კონსტრუქციის ზოგოერთი ნაწილის
(კორპუსები და ლაპოტები ქარის ელექტროსადგურებისათვის, მზის ელემენტების
მზის ელექტროსადგურებისათვის) პრობლემა კი განხილული იქნება ქვემოთ,
მრეწველობის შემდეგ ქვესექტორებში: ელექტროტექნიკური მრეწვრლობა,
კომპოზიტური მასალების და მათგან ნაკეთობების წარმოება, მეტალურგიული
მრეწველობა.
მრეწველობა.
ელექტროტექნიკური მრეწველობა. ამჟამად მსოფლიოში სწრაფად ვითარდება
აკუმულატორების წარმოება, რომლებიც საჭიროა ელექტროკარებისა და ელექტრო
წევით მოძრავი ხრახნისძრავიანი თვითმფრინავებისათვის, ასევე, მზის და ქარის
ელექტროსადგურებისათვის ენერგიის დამაგროვებლების სახით, სმართფონებისა
და სხვა მობილური მოწყობილობებისათვის. ამასთან მუდმივად წარმოებს მათი
ინოვაციური მოდერნიზაცია. უახლოეს პერიოდში მოსალოდნელია მათი კიდევ
უფრო სრულყოფილი სახეობების გაჩენა, ამასთან იაპონია და განსაკუთრებით
სამხრეთი კორეა ითვლებიან საბატარეო ტექნოლოგიური ინოვაციების
ლიდერებად. ელექტროკარების და მათთვის აკუმულატორების მრავალი ქარხანა
უკვე ფუნქციონირებს ან შენდება. ლიდერია ტრანსეროვნული კორპორაცია
თესლა, რომელიც აშენებს ელექტრომობილების ქარხნებს არა მხოლოდ
შეერთებულ შტატებში, არამედ სხვა ქვეყნებშიც, მაგალითად, გერმანიაში. ასეთ
ქარხნებს სხვა კომპანიებიც ქმნიან, მაგალითად, Ford-ი, რომელსაც სამხრეთ
კორეის კომპანია SK Innovation-თან შეთანხმებული აქვს ორი უზარმაზარი
კომპლექსის აშენება შეერთებულ შტატებში, სადაც დაიწყებენ ელექტროკარებისა
და მათთვის აკუმულატორების გამოშვებას. საერთო ჯამში პარტნიორები
განათავსებენ 11 მილიარდ დოლარს, საიდანაც 7 მილიარდს Ford -ი ჩადებს.
ნორვეგიაში უკვე იწყება მცირე თვითფრინავების გამოშვება აკუმულატორულ
ბატარეებზე (ბუნებრივია ხრახნისძრავიანების, ფრენების მანძილი _ 400
კილომეტრამდეა). საქართველოს ენერგეტიკის განვითარების უახლოესი პრობლემების
მოგვარებისათვის მეტად მნიშვნელოვანია მზის და ქარის ელექტროსადგურების
ენერგიის დამაგროვებლებით აღჭურვა.
ტრადიციულ ენერგეტიკაში პრინციპულ როლს თამაშობს ტურბინა, სულ უფრო
და უფრო პოპულარული ენერგიის განახლებადი წყაროების განვითარებისათვის
კი უკიდურესად მნიშვნელოვანია ენერგიის შესანახი დანადგარები (ენერგიის
დამაგროვებლები): მათ გარეშე ვერ მოგვარდება ქარისა და მზის
ელექტროსადგურების ძირითადო პრობლემა _ ამინდის ცვალებადობაზე
დამოკიდებულება.
ენერგიის განახლებადი წყაროებისათვის ენერგიის დასაგროვებლებათ
უპირველეს ყოვლისა გამოიყენება შესაბამისი აკუმულატორული ბატარეები
(აკუმულატორები ელექტროენერგეტიკის სტაციონარული დანადგარებისათვის).
უკანასკნელ პერიოდში მსოფლიოში მიმდინარეობს მათი ინტენსიური
ინოვაციური მოდერნიზაცია, რის შედეგადაც მათი ღირებულება 2010 წლიდან 2020
წლამდე 2/3 შემცირდა. მომდევნო სამ წელიწადში მოსალოდნელია მათი უფრო
სრულყოფილი ტიპების გაჩენა.
მსოფლიოში გრძელდაბა ლითიუმ-იონური აკუმულატორების შემდგომი
სრულყოფა (რომელთა ნაკლოვანება არის ის, რომ მათ ხანდახან ხანძარი ეკიდება,
ასევე მუშავდება მათი უტილიზაციის ხერხები, მათი მეორადი გამოყენების
მიზნით. უახლესი ინიციატივები ელექტროკარების, განახლებადი ენერგიის
წყაროებზე მომუშავე ელექტროსადგურებისათვისა და ა. შ. ბატარეების
გაუმჯობესების კუთხით არის ლითიუმ-რკინა-ფოსფატის, ლიტიუმ სილიციუმის,
მყარსხეულიანი და ნატრიუმ-იონური აკუმულატორების შემუშავება.
საქართველოს ელექტროენერგეტიკის განვითარებისათვის ამ პრობლემის
განსაკუთრებული აქტუალობის გათვალისწინებით, ძალიან მნიშვნელოვანია,
რომ ქართველი მეცნიერები უახლოეს მომავალში ჩაერთონ ამ თანამედროვე
შემუშავებებში. ასევე მიზანშეწონილია, რომ ქვეყანაში წამოიწყოს ძალისხმევა
მზის და ქარის ელექტროსადგურებისათვის ბატარეების-ენერგიის
დამაგროვებლების წარმოებისათვის ქარხნის შესაქმნელად, თუნდაც უცხოელ
პარტნიორებთან ერთობლივი საწარმოს სახით, თუმცა ამის მიღწევა უკიდურესად
რთულია.
ასევე მიზანშეწონილია, რომ ქართველი მეცნიერები დაიწყონ ენერგიის
გრავიტაციული დამაგროვებლების ფუნქციონირების პრინციპების შესწავლა,
მეწარმეები კი დაიწყონ მათი წარმოება და დანერგვა ენერგეტიკის სექტორში,
როგორც კი დაიწყება ქარის და მზის ელექტროსადგურების აშენება. ეს იდეა სრულიად ახალია და, როგორც ჩანს, მისი განხორცილება პრაქტიკაში არც თუ ისე
რთულია.
კომპანიამ Energy Vault -მა $100 მლნ დოლარი ინვესტიცია განათავსა ენერგიის
გრავიტაციული დამოგროვებლების პირველი პარტიის მშენებლობაში.
ინვესტორების შორის არიან კომპანიები SoftBank და Aramco, რაც ხაზს უსვამს
პროექტის ღირებულებას. პირველი დანადგარის აშენებას დაიწყებენ შეერთებულ
შტატებში წლის ბოლომდე, ხოლო მომავალ წლიდან _ ევროპაში, ახლო
აღმოსავლეთსა და ავსტრალიაში.
დანადგარი EVx არის ექვსისრიანი ავტომატური კოშკური ამწე. ენერგია გროვდება
35 ტონიანი ბლოკების სიმაღლეზე აწევის პროცესში. ეს ბლოკები კეთდება
ადგილზე ნებისმიერი ნარჩენებისგან. დღის განმავლობაში და ქარიან ამინდში
განახლებადი მზის ან ქარის ენერგიის ჭარბი მოცულობა იგზავნება ამწის
ელექტროძრავებზე, რომლებიც წევენ ბლოკებს სიმაღლეზე. გრავიტაციის
გავლენის ქვეშ ბლოკების მიწაზე დაშვება საპირისპირო პროცესს იწვევს _
ელექტრო გენერატორებში ელექტროენერგიის გამომუშავებას. ამტკიცებენ, რომ
დანადგარის მარგი ქმედების კოეფიციენტი აღწევს 85 %. მომზადებულ პროექტში
დანადგარი ყველაზე ეფექტიანია მაქსიმალური სიმძლავრის მიწოდებისათვის 2-4
საათის განმავლობაში. EVხ-ის საექსპლუატაციო რესურსი აღემატება 35 წელს,
ამწევებით კი რამდენიმე მოედნის მომსახურება იძლევა შესანახი ტევადობის
მასშტაბურებას რამდენიმე გიგავატ-საათამდე.
განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის შენახვის კიდევ ერთი
მიმართულებაა ჰიდროაკუმულირებელი ელექტროსადგურების აგება. ეს არის
ელექტროენერგიის შენახვის უძველესი და კარგად დამუშავებული ტექნოლოგია.
როდესაც ელექტროენერგის გამომუშავება ხდება ჭარბი ოდენობით,
ელექტროტუმბო წყალს ქვემო რეზერვუარიდან ზედა რეზერვუარში ქაჩავს.
როდესაც ელექტროენერგია საჭიროა, წყალს ქვევით უშვებენ და მოქმედებას
იწყებს ელექტროგენერატორი.
საქართველოს ელეტროტექნიკურ მრეწველობაში ასევე საჭიროა ვიფიქროთ მზის
ელემენტების (პანელების) ქარხნის მშენებლობაზე.
კომპოზიტური მასალების და მათგან ნაკეთობების წარმოება. ეს დარგი
მსოფლიოში ამჟამად სწრაფად ვითარდება. ინოვაციური კომპოზიტური
მასალებისგან დამზადებული ნაკეთობები ბევრ დარგში ცვლის ტრადიციულ
მასალებისგან დამზადებულ კომპონენტებს (მათი გამძლეობისა, ხანრძლივი
გამოყენების შესაძლებლობის, შედარებითი სიმსუბუქის და სხვა დადებითი
თვისებების გამო). ექსპერტული შეფასებების მიხედვით კომპოზიტებიდან პროდუქციის ძირითადი
მომხმარებლებია მანქანათმშენებლობა (უპირველეს ყოვლისა სატრანსპორტო) _
დაახლოებით 28%, სამშენებლო ინდუსტრია (საბინაო-კომუნალური
მეურნეობისათვის მილებისა და საცავების ჩათვლით) _ დაახლოებით 24%,
ენერგეტიკა და ელექტრონიკა, ქარის ენერგეტიკის ჩათვლით _ დაახლოებით 23%,
ნავთობ-აირის დარგი _ დაახლოებით 10%, სპორტი, მედიცინა, ფერადი
მეტალურგია.
კომპოზიტური მასალებისა და მათგან ნაკეთობების წარმოებისათვის საჭიროა
სპეციალური რთული და ძვირადღირებული ტექნოლოგიების მთელი კომპლექსი.
კომპოზიტურ მასალებსა და მათგან ნაკეთობებზე მოთხოვნის გამუდმებულ
ზრდასა და მწარმოებლებს შორის კონკურეციის გაძლიერებასთან დაკავშირებით
ხდება ამ ტექნოლოგიების გამუდმებული სრულყოფა, ხდება ახალი
ტექნოლოგიების შემუშავება, მათ შორის პროგრამული უზრუნველყოფის.
საქართველოში უკვე შექმნილია რამდენიმე ქარხანა, რომელიც აწარმოებს
ნაკეთობებს კომპოზიტურ მასალებისგან.
უკვე რამდენიმე წელიწადია საქართველოში მოქმედებს საწარმოო-კომერციული
კომპანია შპს “კომპოზიტ ჯორჯია”, რომლის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს
კომპოზიტური მასალები, ასევე თბო- და ჰიდროიზოლაცია კომპოზიტების
გამოყენებით. კომპანია ახორციელებს მასალებისა და მოწყობილობების
მიწოდებას, აწარმოებს პროდუქციას, ნაწარმის სერვისულ თანხლებას. კომპანიის
ძირითადი მიმართულებაა ძირითადად იმპორტირებული კომპოზიტური
მასალების საფუძველზე საქონლის წარმოება: არქიტექტურული
გადაწყვეტილებები, ფასადები, კატერები, მოტორიანი ნავები, RIB ნავები,
კატამარანები, კორპუსის დეტალები და ინტერიერის ელემენტები საავტომობილო
და სარკინიგზო ტრანსპორტისათვის და ა. შ. ასევე კომპანია ახორციელებს
საქართველოში მინაპლასტიკის წარმოებისათვის მასალების მიწოდებას.
კომპანიის პარტნიორები არიან კომპოზიტური მასალების უმსხვილესი მსოფლიო
მწარმოებლები.
კომპანია “სი-ემ-ჯი ჯგუფი” სთავაზობს მომხმარებელს კომპოზიტური მასალების
ფართო არჩევანს: პოლიეფირი, ბოჭკოვანი მინა-ქსოვილი, ჯელკოტი (გელკაუტი),
კალციუმის კარბონატი, საყალიბე სილიკონი და სხვა. ასევე სთავაზობს ბოჭკოვანი
მინისგან პროდუქციის წარმოებას და რემონტს: ნავები, წყლის ველოსიპედები,
აუზები, სამელიორაციო არხები, შენობის ფასადები და სხვა.
ყველა სირთულეს, რომელიც დაკავშირებულია კომპოზიტური მასალებიდან
ნაკეთობების მწარმოებელი თანამედროვე ქარხნის აშენებასა და ექსპლუატაციაში შეყვანასთან, თვალნათლივ დემონსტრირებს თბილისის
თვითმფრინავებისათვის კომპოზიტური ნაკეთობების მწარმოებელი ქარხნის
(ATC) მშენებლობის პროცესი.
ამ ქარხნის მშენებლობის პირველი ეტაპი დასრულდა 2018 წლის დეკემბერში.
Qქარხანა უცხოური კომპანიების დაკვეთით რამდენიმე ასეული მილიონი
დოლარის პროდუქციას გამოუშვებს, რომლის მომხმარებლები მსოფლიო ავიაციის
უმსხვილესი კომპანიები იქნებიან: Boeing -ი, Airbus -ი და Bombardier -ი.
პროექტს “საპარტნიორო ფონდი” და ისრაელის კომპანია Elbit Cyclone
ერთობლივად ახორციელებენ. საწარმოში დამონტაჟდა იტალიური წარმოების
დანადგარები. მონტაჟს კი ორი თვის განმავლობაში თავად იტალიური
სპეციალისტები ახორციელებდნენ. მათ ასევე დააყენეს ამერიკიდან ჩამოტანილი
კალიფორნიაში დამზადებული ორი ავტოკლავი, რომელთა ღირებულება
რამდენიმე მილიონ დოლარს შეადგენს. თანამედროვე ტექნოლოგიების
მწარმოებელ საწარმოში დასასაქმებლად საინჟინრი-ტექნიკური კადრების
გადამზადება ისრაელში ხდება, კერძოდ, Eლბიტ ჩყცლონე-ში ამ მიზნით სწავლება
ერთი წლის განმავლობაში 120-მდე სპეციალისტმა გაიარა. სამოქალაქო
თვითმფრინავებისათვის კომპოზიტური მასალის ნახევარფაბრიკატები
ისრაელიდან ჩამოვა. მაღალი წნევის ქვეშ პროდუქცია იპრესება, ავტოკლავებში
მუშავდება და შემდგომ მყარი ნაკეთობები გამოდის. ამ პროდუქციიდან კეთდება
თვითმფრინავის კარკასი, ფრთები, გარეთა ნაწილი.
ამ მაგალითებიდან თვალნათლივ ჩანს, რა სიძნეელებთან არის დაკავშირებული
ქვეყანაში კომპოზიტებიდან ნაკეთობების თანამედროვე წარმოების ორგანიზაცია:
მათი წარმოებისათვის საჭიროა საზღვარგარეთ ტექნოლოგიების შესყიდვა,
უცხოელი სპეციალისტების მოწვევა მოწყობილობის მონტაჟისა და
გამართვისათვის, საზღვარგარეთ ინჟინერულ-ტექნიკური პერსონალის სწავლება,
გამოსაშვები პროდუქციის საგარეო და ადგილობრივი გასაღების წინასწარი
განსაზღვრა-დათანხმება.
ვინაიდან შიდა და საერთაშორისო ბაზრებზე კომპოზიტურ მასალებისგან
დამზადებულ ნაკეთობებზე მოთხოვნა გამუდმებით იზრდება და საქართველოს
უკვე გააჩნია ამ დარგის საწარმოების შექმნის გამოცდილება, საჭიროა ქვეყანაში
უახლეს პერსპექტივაში ამ დარგის აქტუალურებად აღიარებული ახალი
საწარმოების შექმნა. ამ დარგის ეფექტიანი ფუნქციონირების და განვითარების
ხელშეწყობისათვის მიზანშეწონილია სპეციალური ინოვაციური კლასტერის
შექმნა. ამასთან, სახელმწიფო და კერძო კაპიტალის მონაწილეობით, საჭიროა
კომპოზიტური მასალებისა და მათგან ნაკეთობების წარმოების დარგის მხარდაჭერისათვის სპეციალური ინოვაციური ცენტრის შექმნა, რომელმაც უნდა
უზრუნველყოს შესაბამისი საზღვარგარეთული ტექნოლოგიების ძებნა და მათი
გამოკვლევა, ხელი შეუწყოს საჭირო ტექნოლოგიების ტრანსფერს
დაინტერესებულ საწარმოებსა და ორგანიზაციებში, ესე იგი მოწყობილობისა და
აღკაზმვის შერჩევას და მიწოდებას, ხელი შეუწყოს ტექნოლოგიური პროცესების
ათვისებასა და ინჟინერულ-ტექნიკური პერსონალის მომზადებას, საჭიროების
შემთხვევებში მოიწვიოს უცხეელი სპეციალისტები აღჭურვილობის აწყობისა და
მუშა ხელის სწავლებისათვის, ასევე, მონაწილეობა მიიღოს პროდუქციის
გასაღების შესაძლებლობის წინასწარ შეფასებაში, როგორც შიდა ბაზარზე, ასევე
საზღვარგარეთ.
ჩვენი აზრით, უახლეს პერიოდში ქვეყანაში, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ქარის
ელექტროსადგურებისათვის კორპუსების და ქარის ლაპოტების წარმოების
ქარხნის შექმნა, რომლის პროდუქცია ისარგებლებს მოთხოვნით როგორც შიდა,
ასევე საგარეო ბაზრებზე. განსაკუთრებული ყორადღება უნდა დაეთმოს
კომპოზიტების წარმოების განვითარებას მშენებლობისათვის, რადგანაც მათზე
დიდია მოთხოვნა შინაურ ბაზარზე და ამ მიმართულებით შეიძლება იმპორტის
ჩანაცვლებითი საწარმოების მშენებლობა. რიგი სხვა მიმართულებით კი
(მაგალითად ავტომობილების მშენებლობა) შეუძლებელია ქვეყანაში შესაბამისი
კომპოზიტური მასალების წარმოების ორგანიზება მსხვილი ტრანსეროვნული
ფირმების მონაწილეობის გარეშე, რადგან მათ გარეშე შეუძლებელი იქნება
პროდუქციის ექსპორტული გასაღების უზრუნველყოფა, და, რადგანაც ქვეყანაში
ამჟამად არ არსებობს საწარმოები, რომლებიც აშენებენ ავტომობილებს ან
თვითმფრინავებს, შიდა ბაზარზე ასეთ პროდუქციაზე მოთხოვნა არ იქნება.
მეტალურგიული მრეწველობა. ამჟამად საქართველოში ფუნქციონირებს
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა, რომლის პროდუქცია პოულობს
მოთხოვნას საერთაშორისო ბაზარზე. ასევე არის რუსთავის დიდი
მეტალურგიული ქარხნის ბაზაზე შექმნილი მცირე მეტალურგიული ქარხანა,
რომელიც უცხოელი ინვესტორის საკუთრებაშია. ამჟამად საქართველოში
ფოლადის მრეწველობის შემდგომ განვითარებაზე საუბარი ნაადრევია. თუმცა
ბოლო დროს, “მწვანე” ეკონომიკის პრობლემების მოგვარების ფონზე ევროპაში
იქმნება ტექნოლოგიები, რომლებიც ატმოსფეროში ნახშიროჟანგის ემისიის გარეშე
ფოლადს აწარმოებენ.
სულ ახლახან შვედურმა კომპანიამ HYBRIT-მა ამ მიმართულებით დიდ
წარმატებებს მიაღწია. მან დაიწყო უნახშირო ფოლადის დამზადების
ტექნოლოგიის ტესტირება ქარხანაში ქალაქ ლულეოში, ქვეყნის ჩრდილოეთით. ჩვეულებრივი ფოლადის დასამზადებლად საჭიროა ქვანახშირი, მაგრამ HYBRIT -მა
იგი შეცვალა ელექტროენერგიით და “მწვანე” წყალბადით. მეტალურგიული
კომპანიის SSAB წარმომადგენლები, რომლის წილზე მოდის ნახშირბადის ემისიის
10 პროცენტი შვედედში და 7 პროცენტი ფინეთში, თვლიან, რომ სუფთა ფოლადის
საცდელი მიწოდება მნიშვნელოვანი ნაბიჯია დარგის წიაღისეული საწვავის
გათავისუფლებისკენ. კიდევ ერთი კომპანია, H2 Green Steel, შვედეთის
ჩრდილოეთში ეკოლოგიურად სუფთა ფოლადის წარმოებისათვის ქარხნის
აშენებას გეგმავს. გარდა ლითონისა, კომპანია წყალბადის წარმოებას
განახლებადი წყაროებიდან 2024 წლიდან დაიწყებს.
საქართველოში ასეთი საწარმოების შექმნაზე საუბარი ჯერ-ჯერობით ნაადრევია
საკუთარი წარმოების ელექტროენერგიის ნაკლებობის გამო. მაგრამ ენერგიის
განახლებად წყაროებზე დაფუძნებული ელექტროენერგეტიკული
სიმძლავრეების ქვეყანაში საგრძნობი მატების შემდეგ, შესაძლებელი იქნება
ვიფიქროთ ასეთი საწარმოების შექმნაზე, რადგანაც მათი აქტუალობა მსოფლიოში
სულ უფრო და უფრო იზრდება “მწვანე” ეკონომიკის კუთხით ღონისძიებების
გარდაუვალ ზრდასთან ერთად. ამიტომ, ჩვენი აზრით, საჭიროა, რომ უკვე
უახლოეს მომავალში ქართველმა მეცნიერბმა დაიწყონ ასეთი საწარმოების
შექმნასთან დაკავშირებული პრობლემების შესწავლა.
ინფორმაციულ-კომუნიკაციური ტექნოლიგიები. სწორედ სწრაფმოქმედებამ და
უნივერსალურობამ გახადა საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები ასეთი
მოკითხული (პოპულარული) თანამედროვე მეცნიერებაში, წარმოებასა და
ყოფაცხოვრებაში. კომპიუტერები, სმართფონები, სატელევიზიო ციფრული
ელექტრონიკა და ა. შ. უნიკალური ფენომენია, რომელიც ბოლო ათწლეულების
განმავლობაში ძირფესვეულად შეცვალა პლანეტის ყველა მკვიდრის ცხოვრება. ამ
უკვე არსებული ტექნოლოგიების სფეროში მათი მოდერნიზაცია ხდება
ძირითადად გასაუმჯობესებელი და ფსევდი- ინოვაციების რეალიზაციის გზით.
საქართველოში, რა თქმა უნდა, არ არსებობს უახლოეს მომავალში თანამედროვე
კომპიუტერების, ტელევიზორების, სმართფონების და სხვა ძირითადი
საკომუნიკაციო მოწყობილობების წარმოების დაფუძნების შესაძლებლობა. ამ
ბაზარს მტყიცედ ფლობენ ტრანსეროვნული კომპანიები და საეჭვოა თუ
რომელიმე მადგანს მოუნდება ჩვენს მეწარმეებთან ერთობლივი საწარმოს შექმნა,
მაგალითად, თანამედროვე ტელევიზორების ან სხვა ძირითადი პროდუქტების
დასამზადებლად.
თუმცა არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენმა მეწარნეებმა მოიხმარონ და
განავითარონ ციფრული ელექტრონიკის (ინფორმაციულ-კომუნიკაციური ტექნოლოგიების) მიღწევები სხვა დარგებში გამოსაყენებლად. შრომის
ორგანიზაციის ახალი ფორმების გამოყენების შესაძლებლობებზე გადასვლა
საწარმოთა მართვის ავტომატიზირებული სისტემების გამოყენებით, რესურსების
ეფექტიანი განაწილების, ელექტრონული ბუღალტერიის, დოკუმენტების
ელექტრონული ბრუნვის, აგრეთვე წარმოების, გარემოს მონიტორინგისა და
მენეჯერული და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების მხარდაჭერის სისტემების
გათვალისწინებით, ხარისხობრივი ნახტომის განხორციელებისა და არსებული
ეკონომიკური პოტენციალის უფრო ეფექტიანი გამოყენების საშუალებას იძლევა.
ეს გადასვლა უკვე მიმდინარეობს, შესაბამისი საბაზისო და გასაუმჯობესებელი
ინოვაციების რეალიზაციის გზით სხვადასხვა დარგში. ამასთან, მთელ მსოფლიოში
ამ მიმართულებებით იზრდება ახალი ინოვაციური დამუშავებების მოცულობა.
თანამედროვე მკლევარები და სპეციალისტები გამოყოფენ ციფრული
ტექნოლოგიების განვითარების ათ ძირითად მიმართულებას (ამ სფეროებში
ხორციელდება როგორც საბაზისო, ასევე გასაუმჯობესებელი ინოვაციები,
ზოგიერთი მათგანი საპროდუქტოა, მაგრამ უმეტესობა საპროცესოა, თუმცა
მომსახურების სფეროში ბევრი მათგანი შეიძლება განისაზღვროს როგორც
საპროდუქტო ინოვაცია): 1. ხელოვნური ინტელექტი და მანქანური სწავლება (AI
and Machine Learning); 2. ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები (Blockchain and
Cryptocurrencies); 3. დიდი მონაცემები (Big Data); 4. ტელემედიცინა (Telemedicine); 5.
დამატებული და ვირტუალური რეალობა (AR/VR); 6. ჩათ-ბოტები და
ვირტუალური ასისტენტები (Bots and Virtual Assistants); 7. მობილობა და
კიბერუსაფრთხოება (Mobile and Cybersecurity); 8. ნივთების ინტერნეტი (IoT – Internet
of Things); 9. კომპიუტერული ხედვა (Computer Vision); 10. ხელოვნური ნეირონული
ქსელები (Artificial Neural Networks). ამ მიმართულებების უმეტესობის მიხედვით
შესაბამისი ინოვაციები შეიძლება გავრცელდეს ეკონომიკის ყველა სექტორში. ამ
მიმართულების მიხედვით შესაბამისი ინოვაციების უმეტესობა შეიძლება
გავრცელდეს ეკონომიკის ბევრ დარგში.
ამ მიმართულებათა ჭრილში საქართველოში უკვე დაარსდა მცირე ბიზნესის
რამდენიმე საწარმო. მომდევნო ათწლეულში, ჩვენი აზრით, ქართულმა ბიზნესმა
უნდა გააგრძელოს ამ მიმართულებებით ინიციატივების განხორციელება, მათ
შორის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და სააგენტოს
“აწარმოე საქართველოში” მხარდაჭერით.
თუმცა უახლოეს მომავალში საქართველოში შეიძლება ისეთი საკმაოდ დიდი
საწარმოების შექმნა, რომელთა გამოსაშვებ პროდუქციაში გამოყენებული იქნება
ციფრული ტექნოლოგიების უახლესი პროდუქტები (საპროდუქტო ინოვაციები), რადგანაც ასეთი პროდუქტების ბაზარი მსოფლიოში ჯერ კიდევ ფორმირების
პროცესშია და საქართველოს მეწარმეებსაც ასევე შეუძლიათ ჩაერთონ ამ
პროცესში. მაგალითად გარკველი ძალისხმევისა და მოწინავე უცხოურ
საწარმოებთან საჭირო ურთიერთობების დამყარების პირობებში შეიძლება
დრონების, ესე იგი უპილოტო საჰაერო აპარატების აკუმულატორული ძრავით,
წარმოების ორგანიზაცია (მაგალითად, მცირე სატვირთო თვითმფრინავების,
მფრინავი ტაქსების, კვადრაკოპტერების).
სატრანსპორტო მანქანათმშენებლობა. საბჭოთა კავშირის დროს საქათველოში
იწარმოებოდა სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებები: ელმავლები,
ჰიდროფოლიები, სატვირთო ავტომობილები, სუ-21 სამხედრო მებრძოლები.
სამწუხაროდ ეს წარმოებები დაკარგული იყო. რა თქმა უნდა, ამ საწარმოო
ობიექტების უმეტესობა უიმედოდ მოძველდა და მათ აღდგენას აზრი არ აქვს.
თუმცა ქვეყანა მუდმივად ვერ იარსებებს ექსპორტზე იმპორტის ოთხჯერ
გადაჭარბების პირობებში. ამიტომ, სატრანსპორტო საშუალებების ინოვაციური
განვითარების მიმდინარე გლობალური ტენდენციების გათვალისწინებით,
საჭიროა ახალი სატრანსპორტო ნაკეთობების წარმოების მცდელობა. ბუნებრივია,
რომ ტრადიციული სატრანსპორტო საშუალებების მსოფლიო ბაზარი
გაჯერებულია, მას აკონტროლებენ და თავის პროდუქციას ასაღებენ ცნობილი
ტრანსეროვნული კორპორაციები წამყვანი ინდუსტრიული ქვეყნებიდან (აშშ,
გერმანია, სამხრეთი კორეა, იაპონია, საფრანგეთი, იტალია, შვედეთი და სხვა).
ამიტომ საჭიროა მივმართოთ ახალ ინოვაციურ ტენდენციებს.
ამჟამად რიგ ქვეყნებში, მათ შორის მცირე ქვეყნებშიც (ისრაელი, ნორვეგია,
შვეიცარია, დანია, ფინეთი), ბუნებრივია, უფრო ხშირად, მსხვილი ქვეყნების (აშშ,
საფრანგეთი და სხვა) კომპანიებთან თანამშორმლობის საფუძველზე, მუშავდება,
ზოგიერთში კი უკვე შექმნილია სხვადასხვა კლასის მცირე და საშუალოც კი
(ცხრამეტი მღზავრი) პროპელური ელექტრო თვითფრინავები უახლესი
მოდიფიკაციის ლიტიუმ-იონური აკუმულატორების გამოყენებით. ამასთან, ისინი
უფრო მსუბუქი და ეკონომიურია, ვიდრე შესაბამისი თვითმფრინავები,
რომლებიც ტრადიციულ საწვავს იყენებენ, და ეკოლოგიურად “სუფთა” არიან.
როგორც ჩანს, საქართველოში უახლოეს მომავალში მსგავსი წარმოების
ორგანიზებისათვის გარკვეული საწყისი პირობები არსებობს. ჯერ ერთი, არსებობს
გარკვეული კლასის თვითფრინავებისათვის კონპოზიტური მასალებისაგან
ნაკეთობების წარმოების ქარხანა, რომელშიც შესაძლებელია გამოსაშვებად
დაგეგმილი თვითფრინავებისათვის კორპუსების და სხვა ნაწილიბის წამოების
ორგანიზება. მეორეც, საქართველოში არსებობენ სპეციალისტ მეცნიერები, რომლებიც ხელს შეუცყობენ ასეთი წარმოებისათვის საჭირო აკუმულატორების
იმპორტის ორგანიზებას და შემდგომში მათი (ან უფრო სრულყოფილი ტიპების)
წარმოებას საქართველოში.
ასევე, შეიძლება ვიფიქროთ ელექტრომობილების წარმოებაზეც. მათი კორპუსების
წარმოება კომპოზიტური მასალებისგან შეიძლება აწყობილი იქნეს
საქართველოში, მაგრამ მათი წარმოებისათვის აკუმულატორების იმპორტირება
საჭირო იქნება სამხრეთ კორეიდან (თუ ეს შესაძლებელი იქნება). დასავლეთის
ქვეყნების უმსხვილესი ფირმებიც კი (ტესლა,Ford-ი) ამ საკითხში
თანამშრომლობენ სამხრეთ კორეის ფირმებთან.
მოგვიანებით, როგორც ზემოთ აღინიშნა, საჭირო იქნება სპეწიალური საწარმოს
შექმნა დამჯდარი ლიტიუმ-იონური აკუმულატორების უტილიზაციისათვის, იმ
მიზნით, რომ მოხდეს მათი აღდგენა და ხელახალი გამოყენება (როგორც ეს
ამჟამად ხდება ტყვიის მჟავა ბატარეების აღდგენის შემთხვევაში).
მსუბუქი მრეწველობა. მსუბუქი მრეწველობის ძირითადი პრიორიტეტებია
საფეიქრო, სამკერვალო და ტყავ-ფეხსაცმლის მრეწველობები.
საბჭოთა პერიოდში საქართველოში საფეიქრო მრეწველობა არსებობდა:
უზარმაზარი აბრეშუმის ქსოვილის ქარხანა, საკამვოლო-მაუდის კომბინატი.
თუმცა, შემდგომში ისინი შეწყვიტეს მუშაობა, რადგანაც გლობალიზაციის
პირობებში უცხოელმა კონკურენტებმა დაიკავეს გასაღების ბაზრები. ამჟამად
საქართველოში დიდი რაოდენობით ცხვრის მატყლი იწარმოება, რომელიც
ექსპორტზე გადის. თუმცა, როგორც ჩანს, აუცილებელია ქვეყანაში მისი
გადამუშავება, შალის ქსოვილების წარმოება. ასეთი ქსოვილების წარმოების
პრინციპები პრაქტიკულად არ შეცვლილა საუკუნეების განმავლობაში, მაგრამ
გამოჩნდა უფრო ეკონომიური ინოვაციური ტექნოლოგიები მათი
წარმოებისათვის. როგორც ჩანს, საქართველოს ინოვაციებისა და ტენოლოგიების
სააგენტომ უნდა დაეხმაროს მეწარმეებს ასეთი წარმოების ორგანიზაციაში. ასეთი
პროდუქციის მიწოდება შესაძლებელი იქნება სამკერვალო მრეწცელობის
სამამულო საწარმოებისათვის, რომელთა აღდგენა ასევე საჭიროა. რა თქმა უნდა,
უფრო რთული იქნება ამ პროდუქციის უცხოურ ბაზრებზე წაწევა.
საბჭოთა კავშირის დროს საქართველოში არსებობდა სამკერცალო მრეწველობაც,
რომლის პროდუქციის ზოგიერთი სახეობა მაღალი ხარისხის იყო და დიდ
მოთხოვნას პოულობდა საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკაში (მაგალითად,
სპორტული ტანსაცმელი, როლინგები და სხვა). მაგრამ სამკერვალო მრეწველობის
უმეტესი ნაწილი არ გამოირჩევოდა მაღალი ხარისხით და დახვეწილი დიზაინით
და არ შეეძლო კონკურირება საერთაშორისო ბაზრებზე. ამჟამად სამკერვალო პროდუქციის გლობალური ბაზრები ოკუპირებულია დასავლეთის ქვეყნების და
ჩინეთის რიგი მსხვილი კომპანიებით, რომლებიც აწარმოებენ მთელ მსოფლიოში
ცნობილ ბრენდებს. თითმის ყველა ტანსაცმელი, რომელსაც საქართველოს
მოსახლეობა ატარებს, იმპორტირებულია. რამდენიმე ქართულმა კომპანიამ,
როგორც ზემოთ აღინიშნა, მოახერხა უცხოური ბრენდების მხარდაჭერის მოპოვება
და მათ ტანსაცმელს ძირითადად უცხოური ბაზრებისათვის კერავენ, თუმცა მცირე
ნაწილი შიდა ბაზარზეც იყიდება. სამომავლოდ ასევე საჭიროა ასეთ კომპანიებთან
თანამშრომლობის გზების ძიება, მსოფლიოში ცნობილი ბრენდებისათვის
ტანსაცმლის ინოვაციური სახეების შეკერვა, და, ასევე, ასეთ კომპანიებთან
ერთობლივი საწარმოების ორგანიზება საქართველოს ტერიტორიაზე (ამის მიღწევა
უკიდურესად რთულია, მაგრამ შესაძლებელი).
ტყავ-ფეხსაცმლის მრეწველობის პრობლემა კიდევ უფრო სერიოზულია. მთელ
საბჭოთა კავშირში, ფეხსაცმელი და სხვა ტყავის ნაწარმი მოსახლეობის ფართო
მოხმარებისათვის, მისი არსებობის ბოლო ათწლეულების განმავლობაში,
იწარმეობოდა უხარისხო და არასაკმარისი რაოდენობით. სიტუაცია გაუარესდა
მაშინ, როდესაც ნიკიტა ხრუშჩოვმა აკრძალა კერძო კოოპერატივები,
რომელთაგანაც ბევრი ტყავის თრიმლვით იყო დაკავებული, ზოგიერთი კი
ფეხსაცმელსაც აწარმოებდა. მას შემდეგ ქვეყანას სულ უფრო ხშირად და ხშირად
ფახსაცმლისა და სხვა ტყავის ნაწარმის შემოტანა (იმპორტირება) ჩინეთიდან,
ჩეხოსლოვაკიიდან, იუგოსლავიიდან, იტალიიდან, ავსტრიიდან და სხვა
ქვეყნებიდან მოუწევდა. ამ დროდან უხარისხო გახდა საქართველოში
წარმოებული ფეხსაცმელიც, რომლის მწარმოებელი ქარხნები გასული საუკუნის
90-იანი წლების დასაწყისში დაიხურა. ხოლო სოფლის მეურნეობაში წარმოებული
ტყავის ექსპორტი დაიწყო ნედლეულის სახით, ქვეყანაში შემდგომი
გადამუშავების გარეშე.
როგორც ჩანს, უახლოეს ათწლეულში აუცილებელია ასეთი სიტუაციის
დასრულება. ამისათვის საჭიროა გაიხსნას ინოვაციური საწარმოები, როგორც
ტყავის სათრიმლავი (რომლებიც დაიწყებენ შემდგომი დამუშავებისათვის
მომზადებული სხვადასხვა ტიპის ტყავების წარმოებას), ასევე მოხმარებისათვის
მზა პროდუქციის (ფეხსაცმელი, ტყავის ქურთუკები და ლაბადები, ჩანთები და ა.
შ.) შექმნელი.
ადრე საქართველოშიც არსებობდა მცირე კერძო ტყავის სათრიმლავი საწარმოები.
რუსეთში უხსოვარი დროიდან აწარმოებდენ სხვადასხვა ტიპის ხარისხიან
ტყავებს, არსებობდა რეგიონალური კლასტერებიც, რომლებშოც განთავსებული
იყო ტყავის სათრიმლავი საწარმოები. თუმცა ნიკიტა ხრუშჩოვის მიერ კერძო კოოპერატივების აკრძალვამ მკვეთრად შეამცირა მაღალი ხარისხის ტყავის
წარმოება, მათ შორის საქართველოშიც. საჭიროა აღინიშნოს, რომ ხრუშჩოვის მიერ
კერძო კოოპერატივებისა და პირად დამხმარე მეურნეობებში პირუტყვის შენახვის
აკრძალვა, რომელსაც, სავარაუდოთ, ჰქონდა წინასწარგანზრახული ხასიათი,
სარიოზული ზარალი მიაყენა ეკონომიკის რიგ სექტორებს, განსაკუთრებით
სოფლის მეურნეობას და ყვების და მსუბუქი მრეწველობების ქვესექტორებს;
სწორედ მაშინ საბჭოთა კავშირში პირველად იყო პროვოცირებული სახალხო
მოხმარების საქონლის ხელოვნური დეფიციტი, კერძოდ, საკვებო პროდუქტებისა
და მსუბუქი მრეწველობის მაღალი ხარისხის ნაკეთობების.
მომდევნო ათწლეულში უშუალოდ საქართველოში სასოფლო-სამეურნეო ტყავის
ნედლეულის გადამუშავების ორგანიზებისათვის საჭიროა, რომ ქართველმა
ბიზნესმენებმა შეიძინონ თანამედროვე ინოვაციური ტყავის სათრიმლავი
ტექნოლოგიები და მოიწვიონ უცხოელი სპეციალისტები ადგილობრივი მუშაკების
მოსამზადებლად. საჭიროა ქრომის, ლაიკის, ტარსიკანისა და სხვა
მაღალხარისხიანი ტყავების წარმოება (გასული საუკუნის 70-80-იან წლებში
საქართველოში იწარმეობოდა ტყავის ლაბადების მცირე ოდენობა, მაგრამ უხეში
ტყავიდან იყო დამზადებული და უკონკურენტუნარო იყო). როგორც ჩანს,
ტყავების სათრიმლავის სფეროში საჭიროა ინოვაციური კლასტერის ორგანიზება,
რომელიც გააერთიანებს შესაბამის მცირე საწარმოებს საქართველოს სხვადასხვა
რეგიონში. მათი შექმნის, განვითარების და საქმიანობის კოორდინაციის მიზნით
მიზანშეწონილია სპეციალური ქვედანაყოფის ორგანიზება საქართველოს
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ფარგლებში.
რაც კი შეეხება ხარისხიანი ფეხსაცმლის დამზადებას, ტყავის ლაბადების,
ქურთუკების და სხვა ტყავის ნაკეთობების კერვას, ამის გაკეთება, მით უმეტეს,
შეუძლებელია ადგილობრივი ბიზნესმენების წამკვან უცხოურ ფირმებთან
თანამშრომლობის გარეშე. ძალიან კარგი ფეხსაცმელი მზადდება ჩინათში, აშშ-ში,
ევროპულ ქვეყნებიდან იტალიაში (საიდანაც ფეხსაცმელი ექსპორტზე გადის აშშ-
შიც კი), ავსტრიაში, ჩეხეთში და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში. მაგრამ ძნელი იქნება
იმის მიღწევა, რომ ამ ქვეყნების ფირმებმა გადასცნენ შესაბამისი პროცესული
ტექნოლოგიები ჩვენს მეწარმეებს და მოამზადონ ჩვენი თანამშრომლები, თუმცა
საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პირობები
გარკვეულწილად ითვალისწინებენ ამის შესაძლებლობას. და, რაც მთავარია,
ტყავის და ფეხსაცმლის მრეწველობაშიც ჩვენმა მეწარმეებმა ფეხსაცმლის, ტყავის
ლაბადების, ქურთუკების და ა. შ. წარმოების მიზნით უნდა ეცადონ დადონ შესაბამისი ხელშექეულებები თანამედროვე ბრენდული პროდუქციის
მწარმოებელ ევროპულ ფირმებთან.
ზოგიერთი გამოცდილების გაზიარება საქართველოში
ამრიგად, არსებობს ფაქტორები, რომლებიც ხელს უშლის ქვეყნის წარმოებაში
საბაზისო და გასაუმჯობელებელი ინოვაციების ფართოდ დანერგვას და,
მაშასადამე, ეკონომიკის დაჩქარებულ და დაბალანსებულ განვითარებას. ეს
პრობლემები ძირითადად დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკის სექტორებსა და
ქვესექტორებში საბაზისო და გასაუმჯობესებელი ინოვაციების მოზიდვის
სირთულეებთან, უცხოურ ბაზრებზე გამოსაშვებად დასახული პროდუქციის
გასაღების სირთულეებთან, ასევე ინოვაციების დაფინანსების სირთულეებთან.
ეკონომიკის სექტორებსა და ქვესექტორებში საბაზისო და გასაუმჯობესებელი
ინოვაციების აბსოლუტური უმეტესობა საქართველო, ისევე, როგორც სხვა მცირე
და საშუალო ქვეყნების უმეტესობა, იძულებულია შემოიტანოს ქვეყანაში ან
ახალი საპროცესო ტექნოლოგიების იმპორტისა, ან უცხოელ პარტნიორებთან
ერთობლივი საწარმოების ორგანიზაციის გზით. ამ პრობლემის გადაჭრაში ბიზნესს
ხელი უნდა შეუწყონ ინოვაციური ინფრასტრუქტურის ორგანიზაციები,
რომლებიც ნაშრომის პირველ ნაწილშია აღწერილი. ეს არის საპროფილო
სამინისტროები და შესაბამისი ქვედანაყოფები მსხვილ საწარმოებში,
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, ტექნოლოგიების
ტრანსფერის (გადაცემის) ხელშემწყობი ორგანიზაციები და ინოვაციური
ინფრასტრუქტურის სხვა ელემენტები. ჩვენი აზრით, ინოვაციური საწარმოების
(საბაზისო ინოვაციები) შექმნისა და გასაუმჯობესებელი ინოვაციების
კოორდინაცია უნდა განახორციელონ ტექნოპარკებმა, რომლებიც უნდა შეიქმნას
პრიორიტეტულად მიჩნეული სექტორებისა ან ქვესექტორებისათვის, ან
რამდენიმე წარმოებულად ურთიერთდაკავშირებული ქვესექტორისათვის.
ტექნოლოგიური პარკების საერთაშორისო ორგანიზაცია მათ ასე განსაზღვრავს:
“ტექნოპარკი არის ორგანიზაცია, რომელსაც მართავს სპეციალისტები, რომელთა
მთავარი მიზანია ადგილობრივი საზოგადოების კეთილდღების გაზრდა
ინოვაციური კულტურის წინ წაწევისა და, ასევე, ინოვაციურ ბიზნესს და
სამეცნიერო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობის მეშვეობით.
ამ მიზნების მისაღწევად ტექნოპარკი ასტიმულირებს და მართავს ცოდნისა და
ტექნოლოგიების ნაკადებს უნივერსიტეტებს, სამეცნიერო-კვლევით
ინსტიტუტებს, კომპანიებსა და ბაზრებს შორის. ის ამარტივებს ინოვაციური კოპანიების შექმნას და ზრდას ინკუბაციური პროცესებისა და არსებული
კომპანიებიდან ახალი კომპანიენის გამოყოფის პროცესების მეშვეობით.
ტექნოპარკი მაღალი ხარისხის ფართობების გარდა უზრუნველყოფს სხვა
მომსახურებასაც.
ჩვენი აზრით, ეს განმარტება შესაფერებელია მხოლოდ უმსხვილესი
ქვეყნებისათვის და მაშინაც კი, არა სრულად. საქართველოსათვის, რომელსაც
უწევს ინოვაციების აბსოლუტური ნაწილის იმპორტი, ტექნოპარკის (სხვანაირად
მას შეიძლება, მაგალითად, ეწოდოს: ინოვაციური საწარმოების შექმნისა და
გასაუმჯობესებელი ინოვაციების დანერგვის ხელშესაწყობი ინოვაციური ცენტრი)
მთავარი ამოცანები უნდა იყოს ქვეყნის პრიორიტეტულად მიჩნეული ეკონომიკის
სექტორებისა და ქვესექტორებისათვის საზღვარგარეთში საჭირო უახლესი
ტექნოლოგიების გამოვლენა, მათი შესყიდვის და ათვისების მხარდაჭერა,
უცხოელი სპეციალისტების მოზიდვა აღჭურვილობის მონტაჟისა და
ადგილობრივი თანამშრომლების სწავლებისათვის, წარმოებისათვის დასახული
პროდუქციისათვის გასაღების პოტენციალური ბაზრების გამოვლენა, ამ მიზნების
გადასაწყვეტად სამამულო უნივერსიტეტებიდან და სამეცნიერო კვლევითი
ინსტიტუტებიდან მეცნიერების მოწვევა, და, ასევე, ამ მეცნიერების მოზიდვა
(სამუშაოების ანაზღაურებით) იმ აქტუალური უცხოური ტექნოლოგიების
სრულყოფისათვის, რომელთა გამოყენება (საპროცესო ინოვაციები) ან დამზადება
და რეალიზაცია (საპროდუქტო ინოვაციები) იგეგმება ქვეყნის საწარმოებში.
საქართველოში უკვე შექმნილია რამდენინე ტექნოპარკი, რომლები
ახორციელებენ ინოვაციურ საქმიანობას ძირითადად ინფორმაციულ-
კომუნიკაციურ სფეროში (ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება სხვადასხვა
დარგში). ასევე, ჩვენი აზრით, უახლეს მომავალში საჭიროა შეიქმნას ტექნოპარკი
რომელიც მოახდენს ელექტროტექნიკური მრეწველობის განვითარების
კოორდინაციას, ასევე, ტექნოპარკი, რომელიც მოახდენს კომპოზიტური
მასალების და მათგან ნაკეთობების წარმოების კოორდინაციას. ასევე საჭიროა
რამდენიმე ინოვაციური კლასტერის ორგანიზება, რომელთა მაკოორდინირებელ
ბირთვად ტექნოპარკი გვევლინება. ამასთან საჭიროა არა მრავალი ფაქტობრივად
ფორმალური ინოვაციური კლასტერების შექმნა, არამედ რეალურების
განვითარებისათვის პრიორიტეტულ დარგებში ინოვაციური ზრდის
მხარდასაჭერად, როგორიცაა, მაგალითად, ენერგეტიკის და ელექტროტექნიკური
მრეწველობის კლასტერი, კომპოზიტური მასალებისა და მათგან ნაკეთობების
წარმოების კლასტერი, ტყავ-ფეხსაცმლის კლასტერი (უკანასკნელები ზოგიერთ
ქვეყანაში არსებობდა საუკუნეების განმავლობაში, მაგრამ, რა თქმა უნდა, მაშინ მათ არ ეწოდებოდა “კლასტერი”), მოგვიანებით შესაძლებელი გახდება
სატრანსპორტო მანქანათმშენებლობის კლასტერის შექმნა (ამჟამად ჩანასახოვან
მდგომარეობაში არსებობენ: ღვინის წარმოების კლასტერი, რომელიც აერთიანებს
ღვინის მწარმოებლებს და ფერმერებს, რომლებიც მათ ყურძნით ამარაგებენ, ასევე,
ავეჯის კლასტერი, მაგრამ, პირვილ როგში, ეს კლასტერები უნდა გააძლიერონ
თავიანთი ფუნქცია გასაღების ბაზრების გამოვლენისა და მათი მოთხოვნების
შესწავლაში, და კლასტერებეს საწარმოთა მიერ გამოშვებული პროდუქციის ამ
ბაზრებზე წინ წაწევის ხელშეწყობაში; ასევე, გარკვეული ზომით
კლასტერიზებულია ტურისტული ინფრასტრუქტურა და მასთან დაკავშირებული
დარგები).
ახლა რქმდენიმე მოსაზრება ინოვაციური საქმიანობის დაფინანსების
პრობლემების შესაზებ. ინოვაციური საქმიანობის დაფინანსების ძირითადი
ტვირთი თავის თავზე უნდა აიღოს ბიზნეს სექტორმა, ან ახალი აქტუალური
საპროცესო ტექნოლოგიების შესყიდვის დაფინანსებით ან უცხოელ
პარტნიორებთან ერთობლივი საწარმოების ორგანიზაციის საფუძველზე, სადაც
დაფინანსების ნაწილს აიღებს უცხოელი პარტნიორი, რომელსაც შემოაქვს
ქვეყანაში თავისი ტექნოლოგიები (რა თქმა უნდა, ნაწილობრივ მათი ღირებულება
უნდა დაფაროს ადგილობრივმა ბიზნესმენმა, კაპიტალში წილობრივი
მოწილეობის თანახმად). ინოვაციური საქმიანობის სახელმწოფო დაფინანსებაში
პირველ რიგში უნდა მონაწილეობდნენ საქართველოს ინოვაციების და
ტექნოლოგიების სააგენტომ და სააგენტომ “აწარმოე საქართველოში”, რომლებსაც,
განვითარებულ ქვეყნებში კერძო ბიზნესის განვითარების სამთავრობო
სტიმულირების გაძლიერების ბოლო ტენდენციების გათვალისწინებით,
სახელმწიფომ ამისათვის მეტი თანხები უნდა გამოყოს. ჩვენი აზრით, გარკვეული
წვლილი საქართველოში ინოვაციური საქმიანობის დაფინანსებაში შეუძლიათ
შეიტანონ რეგიონული განვითარების ევროპულმა ფონდმა და ევროპულმა
თანადგომის ფონდმა, ხოლო ევროპის სოციალურ ფონდს შეუძლია გამოყოს
სახსრები განათლებაში ინვესტირებისათვის. ცხადია, რომ ვინაიდან საქართველო
ევროკავშირის ასოცირებული წევრია, დასაბუთებული პროექტების წარდგენისას
შეძლებს ამ ფონდებიდან მცირე თანხების მიღებას მათი განხორციელებისათვის.
ახლა მოვიტანთ რამსენიმე მოსაზრებას ეკონომიკის ზოგიერთ სექტორსა და
ქვესექტორში უახლოეს პერსპექტივაში ინოვაწიური განვითარების შესახებ.
ნათელია, რომ იაფი ელექტროენერგიის ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანი
ფაქტორია უცხოური კაპიტალის მოზიდვისათვის ქვეყნის ეკონომიკის
სექტორებში. ამჟამად კი ქვეყანაში ელექტროენერგიის დიდი ნაწილი იმპორტით ხორციელდება. ამიტომ მომდევნო ათწლეულში ენერგეტიკის სექტორში
აუცილებელია, რომ ყურადღება გამახვილდეს განახლებადი ენერგიის წყაროებზე
მომუშავე ელექტროსადგურების მშენებლობაზე. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა
სადაც ჯერ კიდევ შესაძლებელია, ჰიდროელექტროსადგურების აშენება (რადგანაც
ჰიდროელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგია ყველაზე
იაფია), მაგრამ არა ისეთი მძიმე პრობებით, რომელთა მიხედვით ნენსკრა ჰეს-ების
კასკადი უნდა აშენებულიყო (როგორც ვიცით, შესაბამისი ხელშეკრულება
გაუქმდა). მომდევნო ათწლეულში აუცილებელია, რომ დაიწყოს ინოვაციური მზის
და, განსაკუთრებით, ქარის ელექტროსადგურების ფართო მშენებლობა,
რომლებთან, მათ მიერ სხვადასხვა პერიოდში ენერგიის არასტაბილური
მოცულობის გამომუშავების გამო, უნდა არსებობდეს ენერგიის დამაგროვებლები.
Eხარჯები ენერგიის დამაგროვლების წარმოებაზე (ან იმპორტზე) და მათ
ექსპლუატაციაზე, რა თქმა უნდა, არსებითად იმოქმედებს გამომუშავებელი
ენერგიის ღირებულებაზე, თუმცა, ამის მიუხედავად, ქარისა და მზის
ელექტროსადგურების მნიშვნელობა სულ უფრო აქტუალური ხდება. თუმცა
ამავდროულად აუცილებელია ყველა დარჩენილი შესაძლებლობების გამოყენება
ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისათვის.
არსებობს მრავალი კვლევა და პუბლიკაცია, რომელიც ამტკიცებს და ასაბუთებს
“სუფთა” ენერგიაზე თანდათანობითი გადასვლის გარდაუვალობას (იგულისხმება
ქარის და მზის ელექტროსადგურები). ასე, მაგალითად, გლაზგოში გამართული
კლიმატის ცვლილების შესახებ გაეროს კონფერენციის (СОР26) (გაიმართა 31
ოქტომბერს-13 ნოემბერს) დაწყებიდან წინა დღეებში გამოქვეყნებულ სტატიაში ჯ.
კორტენჰორსტი წერს: “ათწლეულების განმავლობაში ჩვენ როკი-მაუნტინის
ინსტიტუტში RMI) ვამტკიცებდით, რომ სუფთა ენერგიაზე გადასვლა უფრო იაფი
დაჯდება და უფრო სწრაფად მოხდება, ვიდრე მთავრობები, ფირმები და მრავალი
ანალიტიკოსი მოელოდებიან. ბოლო წლებში ეს პერსპექტივა სრულად
გამართლდა: ენერგიის განახლებადი წყაროების ღირებულება გამუდმებით
მცირდებოდა, უფრო სწრაფად, ვიდრე ეს იყო მოსალოდნელი, ხოლო მათი გაშლა-
განლაგება ხორციელდებოდა უფრო სწრაფად, ვიდრე ეს იყო დაგეგმილი, რამაც
გამოიწვია ხარჯების კიდევ უფრო დიდი დაზოგვა”. “ჩვენ არ უნდა დაუშვად
შემდგომი შეფერხებები. რაც უფრო ვუახლოვდებით СОР26-ს, უკიდურესად
მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო ლიდერებმა გაიგონ, რომ ჩვენ უკვე გვაქვს უფრო
სუფთა და უფრო იაფი ენერგეტიკული გადაწყვეტილებები, რომელთა დანერგვა
უკვე ამჟამად შეიძლება. ეს არ არის მსხვერპლშეწირვა; ეს არის არსებული
შესაძლებლობების გამოყენება. იმ შემთხვევაში თუ ახლავე დავიწყებთ, შეიძლება ტრილიონობით დოლარის დაზოგვა და კლიმატის გაუარესების თავიდან აცილება,
რომელიც წინააღმდეგ შემთხვევაში დაემართება ჩვენს შვილებსა და
შვილიშვილებს” _ განაცხადა ჯ. Kორტენჰორსტი. აქვე უნდა დავამატოთ ის ფაქტი,
რომ განახლებადი ენერგიის წყაროებზე თანდათანობით გადასვლას
ალტერნატივა არა აქვს არა მარტო კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული
პრობლემების მოგვარების აუცილებლობის გამო, არამედ კიდევ იმიტომ, რომ
წიაღისეული საწვავის მარაგები (განსაკუთრებით ნავთობის) თანდათანობით
იწურება და, შესაბამისად, იზრდება მათი ღირებულება (მათი მოპოვებისათვის
გაწეული ხარჯების ზრდის გამოც). ამიტომ, თუ არ იქნება მიღებული
თავისდროული ზომები განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ელექტროენერგიის
გამომუშავების, დაგროვების (შენახვის) და გამოყენების ტექნოლოგიების
სრულყოფისა და შესაბამისი ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობისათვის,
მაშინ თანამედროვე ტექნოლოგიური ცივილიზაცია კატასტროფას განიცდის.
მაგრამ, სინამდვილეში ყველაფერი არც ისე მარტივია, როგორც ეს ზედმეტად
ოპტიმისტურ პუბლიკაციებშია ნაჩვენები მწვანე ენერგეტიკის ობიექტების
სწრაფი და შედარებით იაფი გაშლა-განლაგების შესაძლებლობების შესახებ. ჯერ
კიდევ ბევრია გასაკეთებელი მწვანე გენერაციის ტექნოლოგიების სრულყოფის
სფეროში (ჰიდროელექტროსადგურების სფეროს გარდა, სადაც ყველაფერი
მოწესრიგებულია) და ამ სისტემებით გამომუშავებული ელექტროენერგიის
ღირებულების შემცირების უზრუნველყოფის სფეროში. ასე, მაგალითად,
უკანასკნელ პერიოდში ევროკავშირის მწვანე ენერგეტიკის სფეროში, რიგი
მიზეზების გამო, მოხდა გარკვეული ჩავარდნები. “ბოლო წლებში მწვანე
ენერგეტიკა ვითარდებოდა ატომური ელექტროსადგურების და ტრადიციული,
გაზზე მომუშავე, ენერგეტიკის საზიანოდ. როდესაც ცივი ზამთრის გამო მთელ
მსოფლიოში გაზზე მოთხოვნა გაიზარდა, შემდეგ კი ევროპაში ზაფხული
მცირექარიანი აღმოჩნდა, ევროპელებს არ ეყო გენერაცია, გაზის ფასის
მრავალჯერადი აწევა კი გამოიწვია ფასის აწევა სხვა საწვავზეც და
ელექტროენერგიაზე”. ამასთან დაკავშირებით, “ნოემბრისათვის ევროკავშირი
წარადგენს ენერგეტიკის ახალ სტრატეგიას ენერგეტიკული კრიზისის გამო”,
განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ევროკავშირის სახელმწიფოთა
მეთაურების სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. ჯერ ერთი,
ალტერნატიული ენერგიის წყაროები არასანდო აღმოჩნდა _ ქარისა და მზის ძალა
ყოველთვის არ შველის. ამიტომ ევროკავშირი გაზის სტრატეგიულ რეზერვებს
შექმნის, თავის მხრივ განაცხადა ევროკომისიის მეთაურმა ურსულა ფონ დერ
ლაიენმა. ამ წელს ევროკავშირს არ შეუვსებია თავისი მარაგები, რაც გამოიწვია საწვავის დეფიციტი და ენერგიის ფასების მკვეთრი ზრდა. საჭიროა ატომური
სადგურების როგორც ენერგიის სტაბილური წყაროების გამოყენების გაგრძელება,
განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. ევროკავშირი არ აპირებს უარის თქვას
“განახლებად და სუფთა ენერგიაზე”, “ამასთან ერთად ჩვენ გვჭირდება
სტაბილური წყარო _ ეს არის ბირთვული ენერგია და, გარდამავალ პერიოდში, ჩვენ
გვჭირდება ბუნებრივი აირი”, _ თქვა მან”.
მიუხედავად ამისა, მსოფლიოში ქარისა და მზის ენერგიის გამოყენება
ელექტროენერგიის გამომუშავებლად სულ უფრო აქტუალური ხდება და
საჭიროა, რომ საქართველოს ბიზნესმენებმა და მეცნიერებმა გამოიყენონ
სათანადო ძალისხმევა, რათა გაზარდონ ქვეყანაში შესაბამისი სადგურების
რიცხოვნობა და უზრუნველყონ მათი უფრო სრული საიმედოობა ენერგიის
დამაგროვლებით მათი მომარაგების (აღჭურვის) გზით.
ამისათვის (და არა მხოლოდ ამისათვის) საქართველოში საჭიროა
ელექტროტექნიკური მრეწველობის განვითარება, რომელმაც უნდა ისწავლოს
ელექტროენერგიის დამაგროვლების წარმოება: ლითიუმ-იონური
აკუმულატორების (რომლებიც ამჟამად ინტენსიურად იხვეწება, ასევე
მიმდინარებს ახალი ტიპების აკუმულატორების შემუშავებაც); ენერგიიას
გრავიტაციული დამაგროვლების (რომლებიც სულ ახლახან გამოიგონეს);
ჰიდროაკუმულირებადი ელექტროსადგურების. როგორც ჩანს, ახალი ტიპის
აკუმულატორების შემუშავებასა და დახვეწაში ქართველმა მეცნიერებმაც უნდა
ჩაერთონ და მიზანშეწონილი იქნებოდა, რომ სახელმწოფომ (და ბიზნესი)
დააფინანსოს შესაბამისი კვლევები და შემუშავებები.
ასევე ძალიან აქტუალური ხდება ელექტრომობილებისა და პროპელური
ელექტრო თვითმფრინავებისათვის აკუმულატორების წარმოება. ამიტომ
დროული იქნებოდა, რომ საქართველოშიც ისწავლონ ასეთი აკუმულატორების
წარმოება, მეცნიერებმა კი დაიწყონ მათი უტილიზაციის შესაძლებლობის კვლევა
მათი აღდგენის და მეორადი გამოყენების მიზნით.
საქართველოს ელექტროტექნიკურ მრეწველობაში ასევე საჭიროა ვიფიქროთ მზის
ელემენტების ქარხნის მშენებლობაზე.
საქართველოში უკვე ფუნქციონირებს კომპოზიტური მასალების და, ძირითადად,
მათგან ნაკეთობების წარმოების რამდენიმე ქარხანა. ვინაიდან უკვე გვაქვს
გამოცდილება, უახლოეს მომავალში საჭიროა ამ ქვესექტორში ახალი, მსოფლიოში
აქტუალურებად აღიარებული, წარმოებების შექმნა. ამისათვის საჭიროა
სპეციალური კლასტერის შექმნა, რომლის ინოვაციური ცენტრი კოორდინაციას
გაუწევს ამ ქვესექტორის განვითარებას. უპირველეს კოვლისა, საჭიროა პრეპრეგების (ანუ კომპოზიტური ფურცლოვანი ფორმების) წარმოების ქარხნის
შექმნა, ვინაიდან თავად კომპოზიტური მასალები ამჟამად საქართველოში
ძირითადად შემოდის, მათთგან ნაკეთობები კი იქმნება ადგილობრივ ქარხნებში.
შემდეგ შეიძლება შეიქმნას ქარხნები ამ პრეპრეგებისაგან ქარის
ელექტროსადგურებისათვის კორპუსების და ქარის ლაპოტების წარმოებისათვის
(რომლებიც მოთხოვნადი იქნება როგორც შიდა, ასევე უცხოურ ბაზრებზე),
მსუბუქი სამგაზვრო მანქანების კორპუსების და სხვა დეტალების
წარმოებისათვის, არსებულ ქარხანაში კი, რომელიც აწარმოებს ნაკეთობებებს
მსხვილ თვითფრინავებისათვის, შეიძლება გაიხსნას ხაზი მცირე
თვითფრინავებისათვის ნაწილების დამზადებისათვის და ა. შ.
შვედეთის მეტალურგიულ მრეწველობაში ახლახან შეიმუშავეს ფოლადის
უნახშირბადო გამონადნობის წარმოების ახალი ინოვაციური ტექნოლოგია.
გასათვალისწინებელია მომავალში ამ ტექნოლოგიის გამოყენებით ქარხნის შექმნა
იმ მეტალურგიული ქარხნის ბაზაზე, რომელიც ადრე არსებობდა ქალაქ რუსთავში.
საქართველოში ასეთი საწარმოების შექმნაზე საუბარი ჯერ-ჯერობით ნაადრევია
საკუთარი წარმოების ელექტროენერგიის ნაკლებობის გამო. მაგრამ ენერგიის
განახლებად წყაროებზე დაფუძნებული ელექტროენერგეტიკული
სიმძლავრეების ქვეყანაში საგრძნობი მატების შემდეგ, შესაძლებელი იქნება
ვიფიქროთ ასეთი საწარმოების შექმნაზე, რადგანაც მათი აქტუალობა მსოფლიოში
სულ უფრო და უფრო იზრდება “მწვანე” ეკონომიკის კუთხით ღონისძიებების
გარდაუვალ ზრდასთან ერთად. ამიტომ, როგორც ჩანს, საჭიროა, რომ უკვე
უახლოეს მომავალში ქართველმა მეცნიერბმა დაიწყონ ასეთი საწარმოების
შექმნასთან დაკავშირებული პრობლემების შესწავლა.
საინფორმაციო-კომუნიკაციური ტექნოლოგიების სექტორში არსებობს
მეწარმეობის ორი მიმართულება: 1. საინფორმაციო-კომუნიკაციური აპარატურის
წარმოება; 2. სხვადასხვა დარგში ციფრული ელექტრონიკის მიღწევების
გამოყენება და განვითარება.
საქართველოში, რა თქმა უნდა, არ არსებობს უახლოეს მომავალში თანამედროვე
კომპიუტერების, ტელევიზორების, სმართფონების და სხვა ძირითადი
საკომუნიკაციო მოწყობილობების წარმოების დაფუძნების შესაძლებლობა. ამ
ბაზარს მტყიცედ ფლობენ ტრანსეროვნული კომპანიები და საეჭვოა თუ
რომელიმე მადგანს მოუნდება ჩვენს მეწარმეებთან ერთობლივი საწარმოს შექმნა,
მაგალითად, თანამედროვე ტელევიზორების ან სხვა ძირითადი პროდუქტების
დასამზადებლად. თუმცა არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენმა მეწარნეებმა მოიხმარონ და
განავითარონ ციფრული ელექტრონიკის (ინფორმაციულ-კომუნიკაციური
ტექნოლოგიების) მიღწევები სხვა დარგებში გამოსაყენებლად. ამ
მიმართულებათა ჭრილში საქართველოში უკვე დაარსდა მცირე ბიზნესის
რამდენიმე საწარმო. მომდევნო ათწლეულში, ჩვენი აზრით, ქართულმა ბიზნესმა
უნდა გააგრძელოს ამ მიმართულებებით ინიციატივების განხორციელება, მათ
შორის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგქნტოს და სააგენტოს
“აწარმოე საქართველოში” მხარდაჭერით .
სატრანსპორტო მანქანათმშენებლობის ქვესექტორში კი, რიგი მცირე ქვეყნების
მაგალითის გათვალისწინებით, შესაძლებელია მცირე, პროპელერზე მოძრავი,
ელექტროთვითმფრინავების ამჟამად აქტუალური წარმოების ორგანიზება
(რომელიც უნდა უზრუნველყოფილი იყოს კომპონენტების მიწოდებით
კომპოზიტური მასალების და მათგან ნაკეთობების წარმოებისა და
ელექტროტექნიკური მრეწველობის ქვესექტორებიდან). ამავე წესით
შესაძლებელია ელექტრომობილების წარმოების ორგანიზება.
ახლა მსუბუქი მრეწველობის შესახებ. ექსპორტ-იმპორტის ნეგატიური სალდოს
დაქვეითება შეიძლება მხოლოდ ქვეყნის შიგნით საწყისი ნედლეულის
გადამუშავების ღრმა სტადიაზე თანდათანობითი გადასვლით. ეს პრობლემა
განსაკუთრებით ეხება მსუბუქ მრეწველობას, რომლის პროდუქცია თითქმის
მთლიანად ქვეყანაში იმპორტით შემოდის. მსუბუქი მრეწველობის დარგების
(ტექსტილის, სამყერვალო, ტყავისა და ფეხსაცმლის) აღორძინების მიზნით,
საჭიროა უარის თქმა მატყლისა და დაუმუშავებელი ტყავების ექსპორტზე.
საჭიროა, რომ თანდათანობით შეიქმნას ინოვაციური ტექსტილისა და სამკერვალო
საწარომოები, ტყავების გათრიმვლის ინოვაციური საწარმოები (სხვადასხვა ტიპის
ნაწარმის დამზადებით), ფეხსაცმლისა და სხვა ტყავის ნაწარმის დამზადების
ინოვაციური საწარმოები, ძირითადად ამისათვით ცნობილი ბრენდების
მწარმოებელ კომპანიებთან ხელშეკრულებების დადების გზით (თუმცა ეს არის
რთული, მაგრამ მიღწევადი).
წყარო: ბურდული ვ. საქართველოს ეკონომიკის სექტორების ინოვაციური
განვითარების სტრატეგია მოწინავე ქვეყნების გამოცდილების
გათვალისწინებით. _ თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის
სამეცნიერო შრომების კრებული. ტომი XIV. 2021, გვ. 43-92.